სხვა 16 წლის მოზარდმა ოჯახი ამოწყვიტა კომპიუტერული თამაშების გამო 2015, 17 თებერვალი, 12:33 ტრაგედია დატრიალდა ამერიკის შტატ კენტუკიში.16 წლის მოზარდმა მოკლა მშობლები და უმცროსი და.
16 წლის ჯეისონ ჰენდრიქსი(Jason Hendrix) ცხოვრობდა ქალაქ კორბინში(შტატი კენტუკი) მშობლებთან და უმცროს დასთან ერთად.გასულ ოთხშაბათს მოზარდმა ცაცხლასროლი იარაღით დახოცა მშობლები და 12 წლის და, შემდეგ კბილებამდე შეიარაღებულმა გაიტაცა მშობლების ავტომობილი და გაემგზავრა აღმოსავლეთში ბალტიმორისკენ. გზად ჯეისონი შეეჯახა სხვა ავტომობილს, ავტოავარიის შემდეგ მოზარდმა დაჭრა ავარიის ადგილზე მისული პოლიციის თანამშრომელი. საპასუხოდ ექვსმა პოლიცელმა გახსნა ცეცხლი.მოზარდი ადგილზე იქნა მოკლული. ჩხრეკის შემდეგ პოლიციამ ავტომობილში აღმოაჩინა 4 პისტოლეტი და საბრძოლო მასალებით სავსე ზურგჩანთა. პოლიცია შემდეგ გაემგზავრა მოკლული მოზარდის სახლში, სადაც აღმოაჩინეს სამი გვამი.მისტერ კევინ და მისის სარა ჰენდრიქსი და 12 წლის გრეისი. ამის შემდეგ პოლიციამ დაიწყო მკვლელობის მიზეზის დადგენა.როგორც გაირკვა მკვლელობამდე ორი დღით ადრე მშობლებმა ჯეისონს აუკრძალეს კომპიუტერით სარგებლობა ჯერჯერობით დაუდგენელი არასათანადო საქციელის გამო. თინეიჯერმა ამოწყვიტა ოჯახი, შემდეგ კი სახლიდან გაიქცა. 349 5-ს მოსწონს |
ისევ და ისევ მშობლების ბრალია