x
თვითდაჯერებული ქცევის გასაუმჯობესებელი ტექნიკები
ასერტიული - თავის თავში დარწმუნებული ქცევის ტექნიკები
სიტუაციაში, როდესაც თვლით, რომ თქვენი უფლებები ილახება, მნიშვნელობა აქვს
ოპონენტი გრძნობდეს თქვენს მოთხოვნაში მტკიცე პოზიციით განპირობებულ სიმშვიდეს. მაგალითად, როდესაც უხარისხო პროდუქტი მოგყიდეს, თქვენ კი გსურთ ფული დაგიბრუნონ ნაცვლად პროდუქტის გამოცვლისა, ასეთ ვითარებაში შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს შემდეგი ტექნიკა.


გაფუჭებული ფირფიტა
ეს მეთოდი გულისხმობს, რაც გსურთ, იმის მშვიდად ისევ და ისევ გამეორებას
ხმის აწევისა და გაღიზიანების გარეშე. თუ თქვენ ნაყიდი ხორცი დაგრჩათ მარკეტში, თქვენ მიდიხართ მაღაზიაში და უმეორებთ ფრაზას :“მე მჭირდება ჩემი
ხორცი“. გამყიდველის პასუხზე „შეიძლება სხვაგან დაგრჩათ“ თქვენ პასუხობთ“მე
მესმის, თუ რატომ ფიქრობთ ასე, მაგრამ მე მჭირდება ჩემი ხორცი“. ეს ტექნიკა ასწავლის და აჩვევს თვითდაჯერებულობას, ასევე იმას, რომ თქვენ არა ხართ ვალდებული ახსნათ თქვენს სურვილთა მიზეზები. ეს მეთოდი სასურველია მას შემდეგ გამოიყენოთ, რაც მეთოდს მოსინჯავთ თუნდაც ახლობლებთან, რადგან ტრენინგი მატებს თვითდაჯერებულობას.
მიღწეული ეფექტი: მეთოდი გაძლევთ შესაძლებლობას იგრძნოთ თავი კომფორტულად, როდესაც სხვა ადამიანი ცდილობს თქვენით მანიპულირებას ან ლოგიკური აზროვნებისკენ მოგიწოდებთ. ამ გზით თქვენ ახდენთ ამ ცდების იგნორირებას და დაჟინებულად მიიწევთ სასურველი მიზნისკენ.


კონფლიქტურ სიტუაციაში თქვენ ასერტიულად უნდა მოიქცეთ და თქვენი ხაზი გაატაროთ. კონფლიქტურ სიტუაციაში მორიდებულმა ადამიანმა უნდა ისწავლოს არ მოახდინოს თავისი პოზიციის განმარტება ან ამ პოზიციისთვის ბოდიშის მოხდა, მან უნდა მოახდინოს მეტოქის იმ შენიშვნების იგნორირება, რომლებიც მასში დანაშაულის გრძნობის პროვოცირებას ახდენენ.


ეს მეთოდი გულისხმობს ისეთი ტევადი საპასუხო ფრაზის ჩამოყალიბებას, რომლის რამდენიმეჯერ გამეორება არ დაარღვევს საუბრის აზრიანობას. ეს ფრაზა გარკვეულად უნდა წინ უსწრებდეს საუბარს. მაგალითად შეიმუშავეთ ფრაზა „ მე მინდა დამიბრუნოთ ჩემი ფული“, შემდეგ ხდება ამ ფრაზის მშვიდად რამდენჯერმე გამეორება, სანამ ის ადამიანი, ვისაც მიმართავთ, მას არ დააკმაყოფილებს.
ფრაზა ერთი და იგივე მშვიდი ინტონაციით უნდა გამეორდეს, ხმაში არ უნდა იყოს არც ზედმეტი სიმტკიცე და არც ნიშნისმოგება. ეს ტექნიკა ნაწილობრივ ემთხვევა სამჯერ თქმის წესს, რომელიც ცნობილია როგორც „ბრიტანელი ზემდეგის წესი“:

1. ჯერ უთხარით ოპონენტს სწორედ ის, რის თქმასაც აპირებთ.

2. შემდეგ უთხარით მას, რისი თქმაც გსურთ მისთვის

3. შემდეგ კი უთხარით მას სწორედ ის, რაც უთხარით.

და მაშინ შეიძლება თქვენ გაგიგონ.

ეს ტექნიკა, ისევე როგორც სხვა ტექნიკები, ეფექტურია მაშინ, როდესაც თქვენ იცავთ თქვენს ინტერესებს და პირდაპირ და გულახდილად გამოხატავთ, რაც გსურთ, ხოლო თუ თქვენ ატყუებთ ან მიზნად გაქვთ სხვა ადამიანების მანიპულირება, მათაც შეუძლიათ იგივე მიდგომა გამოიყენონ თქვენს მიმართ.

ასერტიული ქცევის შემდეგი მეთოდია
გარეგნულად დათანხმების ანუ „ნისლის“ტექნიკა
განსაკუთრებით ეფექტურია არასამართლიანი კრიტიკისა ან აშკარა უხეშობის დროს.


ამ მეთოდს იმიტომ ეწოდება ნისლის ტექნიკა, რადგან ნისლში არაფერი ჩანს, ამასთან ის არ ზღუდავს გადაადგილებას, ნისლს ქვას თუ ესვრით, ზიანს ვერ მიაყენებთ. თქვენ იძულებული იქნებით შეწყვიტოთ კამათი მტკიცე, დამოუკიდებელ და არამართვად „ნისლთან“. ასევე უნდა მოვიქცეთ კრიტიკის საპასუხოდ.


ასწავლის მშვიდად მიიღოთ კრიტიკა საკუთარი მისამართით, ცნოთ შეცდომები, რომელზეც მიგითითებთ ოპონენტი, როგორც სავსებით შესაძლებელი.დაე, ის რასაც გეუბნებიან, მართალია, - თქვენი თავის მსაჯული მაინც თქვენ რჩებით.
მიღწეული ეფექტი: გაძლევთ შესაძლებლობას არ მოახდინოთ კრიტიკაზე რეაგირება გაღიზიანებით და თავდაცვის აუცილებლობით.ამით აჩვენებთ თქვენს კრიტიკოსს მისი მხრიდან მანიპულირების ცდების უნაყოფობას.

მაგალითი:
ა: არ უნდა იყო ასე თვითდაჯერებული!
ბ: შესაძლებელია, თქვენ მართალი ხართ.


ფაქტიურად მეთოდი ეყრდნობა მოწინააღმდეგის გამონათქვამში იმის პოვნას, რასაც შეიძლება დაეთანხმო. ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას დაეთანხმონ, უკიდურეს შემთხვევაში ცნონ მისი უფლება ჰქონდეს საკუთარი აზრი.როდესაც ოპონენტს დავეთანხმებით მისი მოსაზრების გარკვეულ ნაწილზე, ამან შეიძლება განმაიარაღებლად იმოქმედოს მასზე. ასეთი დათანხმება არის მზაობა რეალური დათანხმებისკენ და შეთანხმებული ერთობლივი მოძრაობისკენ რაიმე პრობლემის გადასაწყვეტად.
ოპონენტი დააფასებს იმას, რომ ჩვენ მზადა ვართ განვიხილოთ მისი თვალსაზრისი უკიდურეს შემთხვევაში მაინც. ჩვენ კი დასაწყისში მხოლოდ „გარეგნულად“, სიტყვაზე
ვეთანხმებით და ვაძლევთ ჩვენს თავს შანსს თანდათან მოვნახოთ ნამდვილი, „შინაგანი“ თანხმობის ადგილები.
კრიტიკაზე თქვენი პასუხის შესაძლო ვარიანტები შესაძლოა იყოს :
- რა საინტერესო აზრია, კარგი იქნება მისი კარგად განხილვა.
- მე დავფიქრდები იმაზე, როგორ გავითვალისწინო ეს ჩემს მუშაობაში.
- მე დავფიქრდები, მეხება თუ არა ეს მე.
- მე ხშირად ვფიქრობ ამაზე, მაგრამ ჯერ არ გამიკეთებია დასკვნები.


თვითგახსნა და თავისუფალი ინფორმაცია


ასერტიული ქცევის შემადგენელი კომპონენტია თვითგახსნა და საკუთარ თავზე თავისუფალი ინფორმაციის მიწოდება სხვა ადამიანისთვის.

ეს მეთოდი გასწავლით მოსაუბრის სიტყვებში იპოვოთ ის ინფორმაცია, რომელიც მას აინტერესებს ან ჩანს მნიშვნელოვნად. გარკვეულ სიტუაციებში გასწავლით თქვენ თვითონ ცნოთ თქვენში ხასიათის, ქცევის, ცხოვრების სტილის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები, გეხმარებათ გააგრძელოთ საუბარი და შეამციროთ მანიპულაცია.
მიღწეული ეფექტი: მეთოდი გაძლევთ შესაძლებლობას გადალახოთ სიმორცხვე უცნობ ადამიანთან საუბრისას და განაწყოთ ის საკუთარი თავის შესახებ საუბრისთვის. გეხმარებათ უფრო უკეთ გაიხსნათ და აიცილოთ თქვენთვის ადრე დამახასიათებელი ვერ გაგების, დანაშაულისა და შფოთვის გრძნობები საკუთარ თავში დარწმუნებული,
თვითდაჯერებული ქცევა გულისხმობს თვითგახსნას, საუბრის თავისუფლად წარმოებას. ხშირად, როდესაც ახალი ურთიერთობები არ გამოდის, განსაკუთრებით მამაკაცსა და ქალს შორის, ეს იმის ბრალია, რომ ერთერთი მათგანი ისე დარწმუნებული არაა თავის თავში და ვერ აჩვენებს მეორეს როგორი ადამიანია, რა უყვარს და რა არა. ასეთ დროს მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე მოყოლის უნარი და უნარი სხვა ადამიანი განაწყოს ისაუბროს საკუთარი თავის შესახებ ამ უნარის გავარჯიშებისთვის საჭიროა გარკვეული თავისუფალი ინფორმაციის გაცემა, ისეთის, რომელიც ჩვენთვის არ უთხოვიათ.


თუ საუბრის დროს დროს იმაზე მეტს იტყვით, ვიდრე „დიახ და „არა“, სწორედ ეს იქნება თავისუფალი ინფორმაცია თქვენს შესახებ: რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, ინტერესები, სურვილები, სიხარული და შფოთვა. თქვენ ამავე დროს უნდა შეგეძლოთ იმის გაგონება, რასაც სხვები საკუთარი თავის შესახებ ლაპარაკობენ. საუბარი იგება იმ თავისუფალი ინფორმაციაზე, რომელსაც სხვები იძლევიან საკუთარი თავის შესახებ. ასეთი ინფორმაცია ურთიერთობას ეხმარება, გაძლევთ სხვა თემას ამინდის გარდა და
გვეხმარება დამთრგუნველი სიჩუმის არიდებაში, თავისუფალი ინფორმაციის გაცვლისას, ჩვენ ვარჩევთ თემებს, რომლებიც საინტერესოა ორივე მხარისათვის.


თუ თქვენ არ პასუხობთ სხვის თავისუფალ ინფორმაციას თქვენი თვითგახსნით, ურთიერთობა შეზღუდული ხდება, თქვენ შეიძლება გადაიქცეთ დამკითხველად. როდესაც სხვა ადამიანს გაცნობენ, თქვენ შეგიძლიათ დაუსვათ რაიმე კითხვა. თუ ადამიანი თავისუფალ ინფორმაციას გაწვდით, თქვენც უნდა მიაწოდოთ თქვენს

მხრივ გარკვეული მასალა თემაზე, რომელიც შეიძლება მისთვის საინტერესო იყოს, ამითი თქვენ აძლევთ შესაძლებლობას სხვას მოგმართოთ თქვენს ინტერესებზე, ცხოვრების სტილსა და თუნდაც პრობლემებზე.

თავისუფალი ინფორმაცია ეფექტურია კონფლიქტის დროსაც. თქვენი გრძნობები, გაუბედაობა, შიშები, არცოდნა, სიძნელეებს შეგიქმნით, თუ სხვა ადამიანმა არ იცის თქვენი ჭეშმარიტი გრძნობები. მაგალითად, თქვენ გთხოვენ მანქანას, როდესაც თქვენ ძალიან გეშინიათ სხვისთვის მისი თხოვება. იმის მაგივრად, რომ გულახდილა ვთქვათ, რომ „მე ძალიან ვნერვიულობთ, როდესაც სხვა მართავს ჩემს მანქანას“ სხვა მიზეზებს იგონებთ. თუ ასეთ დროს ვინმე ეცდება დაგარწმუნოთ, რომ სახიფათო არაფერია, თქვენი პასუხი „შეიძლება, მაგრამ მე ძალიან განვიცდი“ შეაჩერებს მანიპულაციას.

თვითგახსნის ინფორმაცია ასევე მნიშვნელოვანია კონფლიქტურ სიტუაციაში. თქვენი გრძნობები, განცდები შეგიქმნით დაბრკოლებას თუ სხვა ადამიანმა არ იცის თქვენ ნამდვილი გრძნობები. თვითგახსნის მეთოდი გულისხმობს, რომ თქვენ უნდა აღიაროთ, რომ არ მოგწონთ, როდესაც რაღაც გაწუხებთ, ის, რაც არ იცით, რაღაცის გეშინიათ. ნეგატიური აღიარება არ ნიშნავს, რომ თქვენი რომ თქვენ სუსტი და არაღირსეული ადამიანი ხართ. პირიქით, სწორედ საკუთარი სისუსტის და უარყოფითი თვისების აღიარება დაგეხმარებათ სხვისი მანიპულირება და თქვენს
აზროვნების სტილში ჩარევა აირიდოთ. თუ სხვა ადამიანები ეცდებიან დაგარწმუნონ, რომ თქვენ არ უნდა ინერვიულოთ ან არ გაქვთ უფლება ინერვიულოთ, თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ და პირდაპირ უპასუხოთ - „შესაძლებელია, მაგრამ მე მაინც განვიცდი ამას“. თვითგახსნა უფრო გაგიადვილებთ გამყიდველებთან და მომსახურების სფეროს მუშაკებთან გაცნობას და ეფექტურ ურთიერთობას.

აზრიანი კომპრომისი
როდესაც თქვენ გრძნობთ, რომ კომპრომისი არ შელახავს თქვენს ღირსებას
და უფლებებს, შეგიძლიათ ოპონენტს შესთავაზოთ კომპრომისი. თქვენ შეგეძლებათ გამოიყენოთ ის თქვენი მიზნის მისაღწევად, თუ ამის გამო თქვენი პირადი გრძნობები არ დაზიანდება. მაგრამ თუ საბოლოოდ ყველაფერი თქვენ საზიანოდ შეტრიალდება, კომპრომისი დაუშვებელია.


ავტორი: სოფიკო უთრუთაშვილი

14.02.2015

0
258
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიკო უთრუთაშვილი
სოფიკო უთრუთაშვილი
258