x
კონსტრუქციული კრიტიკა
არაკონსტრუქციული კრიტიკა კომუნიკაციის დაბრკოლებას წარმოადგენს, რადგან
კონცენტრირებულია შეცდომებზე. კონსტრუქციული კრიტიკა გადაწყვეტილებაზე უნდა იყოს მიმართული. ის წარმოადგენს აღწერას, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ მოხდეს მიყენებული ზიანის კომპენსაცია, გამოსწორდეს შეცდომები. კონსტრუქციული კრიტიკა მომავალზეა ორიენტირებული და არა წარსულზე, რადგან წარსულის შეცვლა შეუძლებელია. კონსტრუქციული წინადადება დადებით ტერმინებში ყალიბდება, ის კონცენტრირებულია დადებით ალტერნატივაზე.


კრიტიკულ შეტყობინებაში ოთხი ნაწილი შეიძლება გამოიყოს:


1.ფაქტები. ოპონენტის ქცევის აღწერა შეფასების გარეშე


2.შედეგები, ქცევის შედეგების აღწერა

3.წინადადება. ცვლილების შეთავაზება (თქვენთვის მისაღები ვარიანტი)

4.თქვენი წინადადების რეალიზაციის დადებითი მხარეები


ფაქტების აღწერა მოიცავს მე-ცნობის გამოყენებით იმ ვითარების დახასიათებას, რომელიც არ მოგწონთ. სასურველია ფაქტები მოსაზრებებისგან განასხვავოთ. არ უნდა გამოიყენოთ შეფასებისა ან ინტერპრეტაციის ელფერის მქონე სიტყვები. რაც დეტალურია აღწერა, მით უფრო უკეთესად გაიგებს ოპონენტი, რა გსურთ.


გასაკრიტიკებელი ქცევის შედეგებზე მითითება. აუცილებელია აღწერა, თუ რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ან უკვე გამოიწვია ქცევამ. სიტუაციის-და მიხედვით თქვენი არგუმენტები შეიძლება შემდეგი იყოს:


ა. მითითება ზიანზე, რომელსაც ოპონენტის მოქმედება გაყენებთ:"თქვენ უკვე მეორედ მაწყვეტინებთ სიტყვას და მე ვერ ვახერხებ აზრის დამთავრებას"

ბ.მითითება ზიანზე, რომელსაც ოპონენტი თავის თავს აყენებს თავისავე ქმედებებით: „შენ ხელები არ დაგიბანია, მე მეშინია რომ შეიძლება ინფექცია შეგეყაროს და ავად გახდე“

გ.მითითება ქცევის შეუსაბამობაზე შეთანხმებასთან: „თქვენ
თქვით, რომ შერიგება გსურდათ მასთან. მაგრამ საუბრისას ისევ ისმოდა შეურაცხმყოფელი სიტყვები, რასაც მისი განაწყენება მოჰყვა“

წინადადების აღწერა თქვენი ოპონენტისადმი. აღწერეთ თქვენი
წინადადება. ის მომავალზე მიმართული, ტექნიკურად შესაძლებელი და მისთვის დამამცირებელი არ უნდა იყოს.

თქვენი წინადადების რეალიზაციის დადებითი მხარეების აღწერა. აუხსენით ოპონენტს რითი იქნება მისი წინადადება მიმზიდველი.
კონსტრუქციული კრიტიკისთვის საჭიროა ისეთი დროის შერჩევა, როდესაც ის მიღებული იქნება. რაც ნაკლები დროა გასული სხვის შეცდომასა და მის კრიტიკას შორის, მით მეტია ალბათობა, რომ ის გამოსწორებული იქნება.
უკეთესია კრიტიკა პირისპირ, სხვა ადამიანების გარეშე გამოითქვას, თუ ეს სპეციალური პროცედურა არ არის, სადაც შეცდომების გარჩევა ხდება - მაგალითად თათბირი, ჯგუფური დისკუსია ან ტრენინგი.
კრიტიკა ოპტიმალური უნდა იყოს, ერთბაშად არ უნდა გამოითქვას ბევრი შენიშვნა.
კონსტრუქციული კრიტიკის ტექნიკა ნაბიჯების ერთობლიობად შეიძლება განვიხილოთ:
პირველი ნაბიჯი - შეიძლება გულწრფელად გამოითქვას კეთილგანწყობა ან დადებითი განზრახვა მაგალითად „მე ვაფასებ თქვენს მონდომებას ტრენინგის დროს“
მეორე ნაბიჯი - წარმოადგენს მოვლენის აღწერას „თქვენ ჩურჩულებთ ტრენინგის დროს“
მესამე ნაბიჯი - არის მოვლენით გამოწვეული შედეგები და თქვენი გრძნობები მასთან დაკავშირებით „თქვენ ჩურჩულებთ, ეს კი ეწინააღმდეგება წესებს, რომლებიც დასაწყისში თქვენ თვითონ მიიღეთ“
მეოთხე ნაბიჯი თქვენი წინადადებების აღწერაა: მაგალითად, სიტუაციაში ღია კითხვების მნიშვნელობის შესახებ ერთერთ ვარიანტად კითხვის ვარიანტის შეთავაზება.
მეხუთე ნაბიჯი თქვენი წინადადებების არგუმენტაციას წარმოადგენს „ ამ კითხვაში არ არის მიმართვა, რომელიც პასუხის შესაძლო ვარიანტებს ზღუდავს“
მეექვსე ნაბიჯი შეთანხმებაზე არჩევანის შეთავაზებაა - „თანახმა ხართ?“
მეშვიდე ნაბიჯი ოპონენტის პიროვნებისადმი დადებითი დამოკიდებულების
ან დათანხმების გამოხატვას წარმოადგენს, რაც ღიმილით და თავის დაქნევით შეიძლება გამოხატოს ან სიტყვებით „მეც მომწონს ეს ვარიანტი“.

ავტორი: სოფიკო უთრუთაშვილი

14.02.2014

0
218
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიკო უთრუთაშვილი
სოფიკო უთრუთაშვილი
218