მსოფლიოში მომხმარებლისთვის უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა ინტერნეტ-მაღაზიებიდან ნივთების გამოწერა და შეძენა. ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუ რა წილი უჭირავს ჩვეულ ვაჭრობასთან შედარებით ონლაინ-ვაჭრობას და შესაძლოა მთელი ყიდვა-გაყიდვის 1%-საც არ აჭარბებს, მაგრამ აშკარაა ვაჭრობის ეს სახე სულ უფრო პოპულარული ხდება და მეტი მომხმარებელიც უჩნდება.
წარმოგიდგენთ 5 ყველაზე უცნაურ ნივთს, რომელიც ონლაინ-ვაჭრობის დროს გაყიდულა. #5 სარეკლამო ადგილი შუბლზე:
აუქციონზე კაცი 30 დღის მანძილზე ყიდიდა სარეკლამო სივრცეს შუბლზე, ანუ მყიდევლს შეეძლო გამოეყენებინა შუბლი, როგორც ბილბორდი.
ენდრიუ ფიშერმა, ომაჰადან განაცხადა: "გამარჯვებული შეძლებს ტატუირებას დროებითი მელნით ჩემს შუბლზე და ეს იქნება ნებისმიერი რამ, კომპანიის სახელი მათი ლოგო და ა.შ ".
აუქციონისას მაქსიმალურმა ფასმა 322 $-ს მიაღწია. #4 აჩრდილი ქილაში
ქილა, რომელშიც იჯდა მოჩვენება გაიტანეს eBay-ს აუქციონზე. გამყიდველმა სახელით “Teajay 101'', განაცხადა, რომ იგი "არ აგებდა პასუხს" თუ "შავი სული" გაიქცეოდა ქილიდან. მრავალი მსურველის შემდეგ, აუქციონი დასრულდა შვიდი დღის შემდეგ და ქილა უზარმაზარ თანხად, 50.922 $-ად გაიყიდა. მაგრამ, სამწუხაროდ გამარჯვებულმა თანხა არ გადაიხადა. #3 ბრიტნი სპირსის მიერ დაღეჭილი საღეჭი რეზინა
ქალი ყიდიდა ბრიტნი სპირსის მიერ დაღეჭილ საღეჭ რეზინას, რომელსაც ბრიტნი სპირსი ღეჭავდა კონცერტზე დასწრებისას, უემბლის სტადიონზე, 2000 წელს. გამარჯვებულმა გადაიხადა 14, 000 $. #2 სენდვიჩი ღვთისმშობლის გამოსახულებით
2004 წლის ნოემბერში ყველის სენდვიჩის ტოსტში წმინდა მარიამი ამოიცნეს და “eBay”-ის აუქციონზე გაიტანეს. უცნობმა მყიდველმა ის 28 000 დოლარად შეიძინა #1 იყიდება ბებია!!
10 წლის გოგონა ინგლისიდან შეეცადა გაეყიდა მისი ბებია eBay-ზე. მან გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ამბობდა, რომ ბებია იყო "ბუზღუნა", მაგრამ "საყვარელი". მიუხედავად იმისა, რომ რიგი წინადადებები გაკეთდა ბებიას ყიდვასთან დაკავშირებით, eBay-ს ადმინისტრაციამ განცხადება მალევე წაშალა.