ანეკდოტები ანეკდოტები 2015, 12 თებერვალი, 13:06 ორი გურული შეხვდა ერთმანეთს: – რაფერ ხარ? – გადასარევად! შენ? – მე გადევირიე უკვე! *** სვანი ჩართავს კომპიუტერს და გაბრაზდება: – მოკლედ, ტუალეტში გადაღებული იმდენი ფოტო დევს ამ „ფეისბუქზე”, მალე აქ შესვლა 20 თეთრი გახდება!. *** მიხო ეკითხება მაროს: – მარო, ვანუა სახლშია? – არა, ქალაქში წავიდა! – მამცემ? – რაა? გაგიჟდი, მიხო? – რათა ქალო, ლამაზი ხარ, ნაზუქივით, კაცი გულგრილი ვერ ჩაგივლის. ეგეთი გულქვა უნდა იყო? – უი, დაგაყარე მეხი! მე მეგონა, ჭაჭასა მთხოვდი. *** ცოლ-ქმარს ისეთი მაგარი სექსი ჰქონდათ, მეზობლები აივანზე სიგარეტს ეწეოდნენ. *** ექიმი ეუბნება პაციენტს: – ხვალ დილით ადრე მობრძანდებით, ოპერაციამდე ერთი საათით ადრე, მშიერი, არანაირი საკვების მიღება არ შეიძლება ოპერაციის წინ და ეს გაითვალისწინეთ. პაციენტი: – არც ყავის დალევა შეიძლება, ექიმო? ძალიან მიყვარს უზმოზე. ექიმი: – არც ყავა! – რატომ, ნარკოზზე აღარ დამეძინება? *** მეგრელი ურეკავს სვანს და ეუბნება: ტელეფონზე სალაპარაკო არ მაქვს და შენ ილაპარაკეო. ნიკა არაბიძის ანეკდოტები იმერელი მამა არიგებს შვილს ჭკუას: – ისწავლე შვილო, რა გაკლია? აგერ, ეგნატე ნინოშვილი ისეთი გაჭირვებული იყო, ცივ ჭადს ჭამდა, მაგრამ ხომ ხედავ, რა კაცი დადგა და მის დაწერილს ახლაც სკოლაში გასწავლიან. – ვერ ყოფილა, ეგ ეგნატე ნინოშვილი, მაინცადამაინც მოხერხებული ადამიანი, – მიუგო შვილმა. – რატომ ვითომ? – გაოცდა მამა. – რატომ და, ის ჭადი ცხელი არ ცხვებიდა? რას უცდიდა გაციებას. ვახო ბიჭიკაშვილის ანეკდოტები – რა ღირს თუთიყუში? – რომელი? – აი, შუაში რომ ზის. – 10 000 დოლარი. – რა ამბავია? რას აკეთებს ასეთს? – ეგ, უბრალო თუთიყუში კი არაა, „კაგებეს” არქივი იცის ზეპირად! – კაი, მარჯვნივ რომ ზის, ის რა ღირს? – ის გენაცვალე, 20 000 დოლარი ღირს, „ცეერუს” არქივი იცის ზეპირად! – არ მინდა არც ეგ! აი, ის რა ღირს, ეგერ კუთხეში რომ ზის? – ოო, ეგ 50 000 დოლარი! – რა ამბავია? მაგან რაღა იცის ასეთი? – ეგ არავინ იცის, მაგრამ ეს ორივე თუთიყუში მაგას „ბოსს” ეძახის! 104 3-ს მოსწონს
|