x
image
beko777
ზურა დოიჯაშვილი საოპერაციოშია გადაყვანილი
imageსაქართველოს ნაღდ ვარსკვლავს, ყველა ქართველის საყვარელ მომღერალს ზურა დოიჯაშვილს 11 თებერვალს დილის საათებში ჩაფიძის გულის კლინიკაში სასწრაფო გადაყვანა დასჭირდა, რაც გულის არეში მომატებული ტკივილის მიზეზი იყო.


შეგახსენებთ, რომ მომღერალს რამდენიმე წლის წინ, უკვე გაკეთებული აქვს გულის ერთი ოპერაცია, რის შემდეგაც ის მოსკოვში სამუშაოდ წავიდა და სულ ახლახანს, ერთი თვის უკან, ისევ თბილისში დაბრუნდა, რის შემდეგაც აქტიურად ჩაერთო საკონცერტო გამოსვლებში და რაიონულ ტურნეებში, სადაც აშკარად მონატრებული ხალხის დიდ სიყვარულს და ტაშს იღებდა სცენაზე ყოველი გამოსვლის დროს.


ბოლოს ზურა დოიჯაშვილი "მის-ვარსკვლავები 21"-ს ფოტოგენური გოგონების დაჯილდოების ცერემონიალზე იყო ჟიურის წევრი, სადაც იმღერა კიდეც თავისი ერთ-ერთი პოპულარული ჰიტი "მელიქიშვილის გამზირი", 27 თებერვლისთვის კი რესტორან "კაბადოკია +"-ში დაგეგმილი მისი სოლო საღამო, ზემოაღნიშნული მიზეზის გამო გადაიდო.


ზურა დოიჯაშვილს გულის შუტირებას ოპერაციას უკეთებენ ჩაფიძის გულის კლინიკაში, რის შემდეგაც მომღერალს მინიმუმ ერთ-თვიანი სარეაბილიტაციო კურსი დასჭირდება ფორმაში ჩასადგომად.
"ვარსკვლავები" მალე გამოჯამრთელებას უსურვებს ზურა დოიჯაშვილს და იმედოვნებს, რომ ის ჩვეული ენერგიით მალევე დაუბრუნდება სცენას.



0
2433
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
2433
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0