x
როგორ მუშაობს ნერვული სისტემა

imageრთული, მრავალუჯრედიანი ორგანიძმის მოწესრიგებული და ეფექტური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მისი სხვადასხვა ნაწილის შეთანხმებული მოქმედება, რომელსაც ნერვული სისტემა უზრუნველყოფს. ნებისმიერი სახის გაღიზიანებას ორგანიზმში აღიქვამს მგრძნობიარე ნეირონების დენდრიტების დაბოლოლოებით, რომლებსაც რეცეპტორები ეწოდება. თითოეული რეცეპტორი სპეციფიკურია, რადგან რეაგირებს მხოლოდ განსაზღვრულ გამღიზიანებელზე (მაგალითად, სინათლეზე, ბგერებზე, შეხებაზე, სუნზე, ტემპერატურაზე და სხვა) და გარდაქმნის ამ გამღიზიანებელს ნერვულ იმპულსად. ორგანიზმის საპასუხო რეაქციას გაღიზიანებაზე, რომელსახ ცენტრალური ნერვული სისტემა ახორციელებს და აკონტროლებს, რეფლექსი ეწოდება. რეფლექსი ავტომატური, თანდაყოლილი რეაქციაა, რომელიც ჩვეულებრივ სხეულის მხოლოდ ნაწილზე ვრცელდება და არა მთლიან ორგანიზმზე. რეფლექსის მარტივ მაგალითა დგამოდგება მუხლის რეფლექსი. თუ მუხლის თავს ქვემოთ რამე ბლაგვი საგნითან ხელის კიდით დავირტყამთ ფეხი მაღლა ახტება.

თუ ჩვენ ფეხით რამე მახვილი საგნით შევეხებით, ფეხს უკან მყისიერად გამოვწევთ. ესეც რეფლექსის მაგალითია. გზას, რომელსაც რეფლექსის განხორციელების დროს ნერვული იმპულსები გაივლის, რეფლექსური რკალი ეწოდება.

რეფლექსური რკალი რეცეპტორით იწყება. რეცეპტორების სხვადასხვა ტიპის გამღიზიანებელს გარდაქმნიან ნერვულ იმპულსებად, რომლებიც მგრძნობიარე გზით, ცენტრალურ ნერვულ სისტემას გადაეცემა. ცენტრალური ნერვული სისტემიდან იმპულსები მამოძრავებელი გზით შემსრულებელ ორგანოს გადაეცემა.

0
344
5-ს მოსწონს
ავტორი:საბ დეკანოიძე
საბ დეკანოიძე
344
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0