სხვა კულტურის სამინისტრომ კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო 2015, 11 თებერვალი, 12:25 ![]() გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ეს "ვიღაცა" - კულტურის მინისტრი (აწ უკვე აღარ-ახალი) მიშა გიორგაძე აღმოჩნდა, რომელიც ამ სფეროში დიდი ხანია მოღვაწეობს კონკრეტული მიმართულებით და ღირებული საერთაშორისო პროექტების მომარაგებით საქართველოს მოსახლეობისთვის, თუმცა მას შემდეგ რაც სახელმწიფო სამსახურში გადაიყვანეს - უკვე ქვეყნის კულტურის შიდა პოლიტიკაზე ზრუნვას მოჰკიდა ხელი! ერთი ხელის მოსმით დიდი ხნის აშენებულის დანგრევაა შესაძლებელი, თორემ აშენებას წლები სჭირდება, მშენებლობას მუშები, მუშებს კიდევ - "პრარაბი", ჰოდა ზუსტად ამას გავს ეს ყველაფერი - სახელად - საქართველოს კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავება, რომელზე მუშაობაც როგორც იქნა - დაიწყო! სწორედ ამ საკითხს მიუძღვნა ბ-ნმა მიშა გიორგაძემ თავისი ბრიფინგი კულტურის სამინისტროში 11 თებერვალს, სადაც ჟურნალისტების წინაშე კიდევ ერთხელ დეტალურად ჩამოაყალიბა სათქმელი და ისიც დაანონსა, რომ მარტის თვის დასაწყისიდან რეგიონებში გასვლა დაიწყება უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით, ამ თემის საპიაროდ, რადგან საქართველოს კულტურა, სწორედაც რომ რეგიონებზე დგას... და გვიხარია, რომ სამინისტროში გამოჩნდა ადამიანი ვინც ჩვენს ამ 20 წლის ნალოლიავებ ხედვას ითვალისწინებს... ![]() ![]() მანამდე კი, კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმას რასაც ბოლო 20 წელია ვიმეორებ - ქვეყნის კულტურის პოლიტიკის სიძლიერეზეა დამოკიდებული ამ ქვეყნის ზოგადი განვითარება! შენებაზე და არა ნგრევაზე! მუშაობაზე და არა სიზარმაცეზე! ენთუზიაზმზე და არა გამორჩენაზე! საქმის კეთებაზე და არა ლაყაფზე! გამჭირვალობაზე და არა მიკერძოებაზე... მე მითქვამს და აგერ თქვენ და აგერ ჩვენ ბატონებო... პატივისცემით - ჟურნალისტი ბესიკ ჩუბინიძე 20 1-ს მოსწონს
|