x
image
natia.a
რამდენი საათი უნდა გვეძინოს დღე-ღამეში: კვლევის შედეგები, რომლებიც გაგაკვირვებთ
image

"რამდენი საათი უნდა გვეძინოს დღე-ღამეში?" - ეს შეკითხვა ძალიან ხშირად გვიჩნდება, თუმცა მეცნიერულად დადასტურებული ზუსტი პასუხი ბევრმა არ იცის. ზოგისთვის ეს დრო დღე-ღამეში 8 საათს უტოლდება, ზოგი კი 12 საათსაც ატარებს საწოლში.


ამ შეკითხვაზე სწორი პასუხის საპოვნელად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 18 წამყვანი მეცნიერისა და ექიმის მიერ ჩატარდა 300-ზე მეტი კვლევა. შედეგების საფუძველზე მეცნიერებმა შეძლეს გარკვეული ტენდენციის დადგენა: ძილის საჭირო რაოდენობა პირდაპირ არის დამოკიდებული ადამიანის ასაკთან. ცხოვრების წესის, საცხოვრებელი ადგილისა თუ სხვა მსგავსი ფაქტორების მიუხედავად, არსებობს ძილის ხანგრძლივობის საერთო სტანდარტები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის.


ახალშობილებისთვის (0-3 თვემდე): 14-17 საათი;

ჩვილებისთვის (4-11 თვემდე): 12-15 საათი;


ბავშვებისთვის (1-2 წელი): 11-14 საათი;

სკოლამდელებისთვის (3-5 წელი): 10-13 საათი;

სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის (6-13 წელი): 9-11 საათი;

მოზარდებისთვის (14-17 წელი): 8-10 საათი;

ყმაწვილებისთვის (18-25 წელი): 7-9 საათი;

ზრდასრულებისთვის (26-64 წელი): 7-9 საათი;

ხანში შესულებისთვის (65 წელზე ზემოთ): 7-8 საათი.


როგორც ხედავთ, რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით მეტი ძილი სჭირდება.

3
1599
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1599
  
2015, 11 თებერვალი, 12:15
ძილის პრობლემა ნამდვილად არ მქონია ოჯახს გვიყვარს ძილი:)უბრალოდ ბაღი და სამსახური გვიხურებს
2015, 11 თებერვალი, 12:11
ვინ მაძინებს თუნდაც 5 საათს, თორემ ისიც მეყოფა:))
2015, 11 თებერვალი, 12:06
ცხრა სათი ძილი ნამდვილად არ მყოფნის
0 1 3