x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქართული,სომხური და აზერბაიჯანული გვარების წარმოშობის ისტორია
საიდან მოდის გვარი ჯუღაშვილი? რა კავშირშია სომხური გვარები თურქულ ენასთან? რატომ აქვთ აზერბაიჯანულ გვარებს რუსული დაბოლება?ამის პასუხებს და სხვა კიდევ ბევრ საინტერესო ფაქტს ქვემოთ მოცემულ სტატიაში გაიგებთ.


image


1-ქართული გვარები-ქართული გვარების წარმოშობას ენთოგრაფები VII-VIII საუკუნეებს მიაკუთვნებენ.მათი უმეტესობა საცხოვრებელი ადგილის ან უფრო იშვითად პროფესიის მიხედვით წარმოიშვა.აგრეთვე სახელის, მამის სახელის ან სულაც საგვარეულოდან(ამილახვარი, ერისთავი).


ქართული გვარების სტრუქტურა ასეთია: ფუძე+სუფიქსი, უმეტეს შემთხვევაში(მაგრამ ყოველთვის არა). ლინგვისტები გამოყოფენ 13 ქართული გვარის დაბოლოებას დაბოლების მიხედვით შესაძლებელია გაიგო რომელი კუთხიდან არის პიროვნება.



მაგალითად მეგრელების გვარი ხშირად მთავრდება "ია"-ზე ან "ავა"-ზე.მაგალითად: გაგუა, თოდუა, გამსახურდია, გოლავა, როყვა და ა.შ. უმეტესობა ლაზური გვარების დაბოლებაა "ში": ხალვაში, ტუღუში და სხვა.

დასავლეთ საქართველოს უმეტესობა მაცხოვრებლების გვარის დაბოლოება(იმერეთი, გურია, აჭარა, რაჭა)სუფიქს "ძე"-ზე მთავრდება(დუმბაძე, ღონღაძე, კაპანაძე, ჭოხონელიძე და ა.შ).1997 წლის მონაცემებით საქართველოში "ძე" სუფიქსის მატარებელი გვარი 1 649 222 ადამიანი იყო.


მეორე ყველაზე გავრცელებული სუფიქსია "შვილი", ამ დაბოლების მატარებელი გვარები უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოში ცხოვრობენ:(ჯავახიშვილი, ფეიქრიშვილი, ფიროსმანაშვილი და ა.შ.)მათი საერთო რაოდენობა 1997 წლისთვის 1 303 723 იყო.


ამის გარდა ცალკე სუფიქებია მაღალმთიანეთში მაცხოვრებლებელთა გვარებში. სვანეთში "იანი" და ფშავ-ხევსურეთში "ური" ან "ელი".

ამასთანავე სუფიქსი "იანი" თავადური წარმოშობის გვარების დაბოლებებშიც გვხვდება(დადეშქელიანი, დადიანი, გელოვანი).


ნაწილი გვარებისა სახელებიდან არის წარმოშობილი:ნიკოლაძე, გიორგაძე, დავითაშვილი და ა.შ. ხანგრძლივმა მუსულმანურმა ბატონობამ თავის კვალი დააჩნია ქართულ გვარებს. მაგალითად გვარი ჯალაღონიაა ფუძე არაბული სახელიდან არის გამომდინარე-ჯალალი, ხოლო ხოსროშვილის ფუძე "ხოსრო" სპარსულად ნიშნავს “სახელგანთქმულს”, “დიდებულს”.


ხშირად მკვიდრი ქართული გვარები საცხოვრებელს იცვლიდნენ და ქვეყნის სხვა კუთხეში სახლდებოდნენ.მაგალითად იგივე ჯუგაშვილი; გავრცელებულია ქ.გორში, მაგრამ წინაპრებს ლილოში უცხოვრიათ; შედგება საკუთარი სახელისგან ჯუღა. ჯუგაშვილები ცხოვრობენ სოფელ მატაანში, მათი თავდაპირველი სამშობლო სოფელი ჯუგაანი უნდა ყოფილიყო (სიღნაღის რ.), ეს გვარი ჯუღაშვილად იქცა ძველ ქართულ დოკუმენტებში რუსულიდან გადმოქართულების შედეგად (რუსული გ ქართულში ღ-დ გადმოიღეს).



image

2-სომხური გვარები-ბევრად უფრო ახალია, ვიდრე, ვთქვათ იგივე ქართული.ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად მათი რეგისტრაცია XIX საუკუნიდან დაიწყო, როდესაც საჭირო გახდა მოსახლეობის აღწერა და მათზე დოკუმენტების შეგროვება.


თუმცა სომხური არისტოკრატიული გვარები ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში წარმოიშვა: მამიკონიანი, არწრუნი, ამატუნი და სხვა.ტრადიციის მიხედვით გვარს წინ უძღვოდა სიტყვა "აზგ"(შტო) ან "თუნი"(სახლი)...მამიკონიანების შტო, არწრუნის სახლი.

გვარების წარმოშობამდე სომხეთში ორი ერთნაირი სახელის ადამიანი რომ განესხვავებინათ ასეთ მარტივ ხერხს მიმართავდნენ:"აიკი, არნოს შვილიშვილი", "აიკი, გარნიკას შვილიშვილი", ან დამახასიათებელ ზედმეტსახელით მოიხსენიებდნენ. მაგ: "კოჭლი ამაიაკი" ან "თორმეტშვილიანი ანაითი".


სომხური გვარების უმეტესობა წარმოდგება წინაპრების შტოსგან, შემდგომ გზადაგზა განიცადა ევოლუცია.თავიდან იყო სუფიქსი"ენცი", შემდეგ გარდაიქმნა "იანც"-ად, შემდეგ "ც" დაიკარგა და დარჩა "იან"-ი.

მაგალითად ადრე "ც" მიანიშნებდა თუ რომელ გვარს მიეკუთვნებოდა პიროვნება "დავიდენც"..შემგომ "ც" დაიკარგა და გახდა "დავიდიანი"..თუმცა დაბოლოება"ც" ყველა გვარს არ დაუკარგავს, სომხების უმეტესობამ, რომლებიც XIX საუკუნეში რუსეთში გადასახლდნენ "ც" დაბოლოება შეინარჩუნეს.

სომხური გვარები უმეტესობა პროფესიიდან ან ადამიანის რაიმე დამახასიათებელი ნიშნიდან არის გამომდინარე:არწტუხიანი(ხაბაზი), ვოსკერჩიანი(იუველირი), კარტაშიანი(ქვისმთლელი), ჩახატიანი(ქაჩალი), კარჩიკიანი(ჯუჯა) და სხვა.


ოსმალთა იმპერიის ბატონობამ სომხურ გვარებზე შესამჩნევი კვალი დაამჩნია.ბევრი სომხური გვარის ფუძე თურქულიდან წარმოდგება. მაგ:დემირჩიანი("დემირჩი"თურქ:მჭედელი) ან ბარდაყჩიანი(თურქ-"ბარდაყ"-მეთუნე).

ზოგიერთ სომხურ გვარს წინსართი აქვს:მაგალითად "მელიქ", რაც თავადურ წარმოშობას მიუთითებს ან "ტერ", რომელსაც სასულიერო პირები იყენებდნენ და ნიშნავდა "მამაო"-ს.


image


3-აზერბაიჯანული გვარები-მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა აზერბაიჯანში გვარები.უფრო ინტენსიურად საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველ წლებში.

XIX საუკუნეში აზერბაიჯანული "გვარის" მოდელი მამის სახელიდან წარმოდგებოდა.მამაკაცების გვარის აღმნიშვნელი იყო "ოღლი"(ოღლუ) ან 'ზადე", რაც "შვილს" ნიშნავს.მაგ: იბრაჰიმ სატარ ოღლუ.ხოლო ქალებს ამღნიშვნელი იყო "ყიზი"(ქალიშვილი), მაგ: რეიჰან ყურბან ყიზი.


სხვათა შორის ასეთი სახელ-გვარები პრივილეგილებული კლასებისთვის იყო დამახასიათებელი.მათვე მიიღეს პირველ რიგში გვარები საბჭოთა პერიოდში.


ხოლო უბრალო ხალხის განმასხვავებელი ნიშანი მათი ზედმეტი სახელიდან წარმოდგებოდა:ქეჩალ მამედა(ქაჩალი მამედა)ჩოლაღ აბდულ( კოჭლი აბდულა)ან უზუნ ჰასან(გრძელი ჰასანა).


პირველი აზებაიჯანული გვარების საფუძველი ისევ წინაპრებიდან, მამიდან ან პაპიდან იყო აღებული.მსგავსი გვარები ახლაც ხშირად გვხვდება:ჯაფაროღლუ, საფაროღლუ, რამაზანზადე და ა.შ.


თუმცა მალე აზერბაიჯანელებმა გვარების რუსიფიცირებული ვარიანტი აირჩიეს, რაც აადვილებდა მთლიანი გვარის შტოს ხაზგასმას:ალიევი, სამედოვი, მამედოვი, მანსუროვი და სხვა.

აზერბაიჯანულ გვარებში ასევე ხშირად შევხვდებით სიტყვა "ხან"-ს, რაც თავადურ-აზნაურულ წარმოშობას მიუთითებს:ტალიშხანოვი, გუბახანოვი და სხვა.მაგალითად გვარი -ბაკიხანოვი მიანიშნებს, რომ მათი წინაპრები "ბაქოს ხანები" იყვნენ.


5
4047
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
4047
  
2015, 18 თებერვალი, 3:25
საქართველოს ქართველები აკლია, უნდა გავმრავლდეთ მტრის ჯინაზე. სულ მცირე სამი შვილი.
2015, 12 თებერვალი, 18:38
მასეა მასე
2015, 12 თებერვალი, 18:36
ღრუბელი რასაც შეიწოვს ხელის დაჭერისას იმავეს გამოჟონავს :(
2015, 12 თებერვალი, 18:34
მადლობა გაიხარე.....იმაზეც მადლობა რომ "შეამოწმეთ თქვენი ერუდიცია" რამდენიმეზე პასუხი გაეცი(მით უმეტს რომ რამდენიმე 3 კითხვა 2 წლის წინანდელი სტატიიდან გავამეორე)..აბა პედარასტებზე და ბოზებზე დამესვა კითხვები.....რომლ;ებსაც ტელვიზები აპიარებენ..მოკლედ რა გვეშველება არ ვიცი..თუ ეს საზოგადოება არ გამოფხიზლდა...რამდნიმე ტელევიზია მართლა დასახურია
2015, 12 თებერვალი, 18:29
აი ,როგორ ვთქვა ასეთი საიტერესო სტაიები აქ იშვიაია,თვალი არც კი დამიხამხამებია ისე ჩავიკითე ინტერესით
0 1 5