სინესთეზიის ფენომენი ერთ-ერთი საუკეთესო შეხსენებაა ცნობიერების სხვადასხვაგვარობის შესახებ: ეს არის აღქმის მოვლენა, როდესაც ერთი ორგანოსთვის დამახასიათებელი შეგრძნების პარალელურად ჩნდება სხვა ორგანოსთვის დამახასიათებელი შეგრძნებაც, თუმცა ეს მოვლენა ძალიან იშვიათია.
ვიდრე ჩატარდებოდა სპეციალური კვლევები სინესთეზიის მოვლენასთან დაკავშირებით, ექსპერტების აზრს, რომლებიც საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ადამიანთა დაახლოებით 4%-ს მაგალითად, კონკრეტული ციფრი უღვიძებს კონკრეტული ფერის შეგრძნებას, ეჭვით ხვდებოდნენ. თუმცა, დღესდღეობით უკვე ცნობილია, რომ ეს ''ერთობლივი შეგრძნება" ნამდვილად არსებობს და მისი განცდის სახესხვაობაც ბევრია.
სინესთეზიის ტიპების რაოდენობა მერყეობს 50-დან 150-მდე, თუმცა შესაძლებელია რამდენიმეს გამოყოფა, რომელიც ყველაზე კარგადაა შესწავლილი.
1.სინესთეზიის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ფორმა არის ასოციაციები სიტყვებსა და გემოს შორის.
ასეთი სახის სინესთეზია აღინიშნება მოსახლეობის მხოლოდ 0.2%-ში. მათში საუბრისას კონკრეტული სიტყვები იწვევს გარკვეული გემოს შეგრძნებების აღმოცენებას.
შეგრძნება შეიძლება მოიცავდეს არა მხოლოდ გემოს, არამედ ტექსტურას ან ტემპერატურას.მაგალითად, ერთ-ერთი სინესთიტი სიტყვას ''ციხე'' აღწერს, როგორც ცივს, რომელსაც აქვს ბეკონის მსგავსი გემო.
2.წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ეხება საკუთარ ნიკაპს, თუმცა მეორე ადამიანი რომელიც ამას ხედავს, განიცდის ისე, თითქოს, მას ეხებიან.
ეს არის სარკისებური შეხების სინესთეზია, როდესაც ერთი ადამიანი განიცდის იმავეს, რასაც მეორე ინდივიდი.
ამ ტიპის სინესთეზიის გავრცელებულობა შედარებით მაღალია და აღინიშნება დაახლოებით 1.6%-ში.
არასინესთიტებს შორისაც კი, 30%-ს აქვს ამ ტიპის საშუალო მგრძნობელობა. როდესაც ხედავენ რომ სხვა ადამიანი განიცდის ტკივილს, მათაც უჩნდებათ მსგავსი ტკივილის გრძნობა.
3.მიუხედავად იმისა, რომ სინესთეზიის ბევრი ფორმა უსაფრთხოა ადამიანებისთვის და ბევრი ფიქრობს, რომ საინტერესოს ხდის ცხოვრებას, მაინც არსებობს რამდენიმე მათგანი, რომელიც არ არის სარგებლის მომტანი.
მიზოფონია- "ხმების სიძულვილი''- არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს ეუფლება ნეგატიური ემოციები კონკრეტული ხმების გაგონებისას, მათ შორის ზიზღი და ბრაზი.
ეს ძალიან იშვიათი ფორმაა და შესაძლოა ასახავდეს პრობლემურ კავშირს ლიმბურ სისტემასა და ტვინის ქერქის სმენის ზონას შორის.
იმ ადამიანებს, რომლებსაც აღენიშნებათ მოზოფონია, განსაკუთრებით უარყოფითი ემოციები ეუფლებათ მაშინ, როდესაც ესმით სხვა ადამიანების სუნთქვის (ან ჭამის) ხმა.
4. პერსონიფიკაცია- როდესაც თანმიმდევრობები, მაგალითად, ციფრები, კვირის დღეები ან
ანბანის ასოები გამოირჩევიან საკუთარი "გარეგნობით" ან აქვთ განსაკუთრებული თვისებები.
მაგალითად, ორშაბათი შესაძლოა იყოს გაბრაზებულის მსგავსი ახალგაზრდა დეპრესიული ყმაწვილი, რომელსაც აცვია წითელი პერანგი, სამშაბათი შედარებით ხნიერი ქალი, რომელიც ბევრს საუბრობს და ა. შ.
5.ფრენსის გალტონმა პირველმა აღწერა სინესთეზია, როდესაც ციფრები ავტომატურად ჩნდება გონებაში, როგორც მენატლური რუკები. ჩვეულებრივ, ეს რუკები ყველა სინესთიტისთვის ინდივიდუალურია.
ეს სინესთეზიის სახე შესაძლოა შედეგი იყოს იმის, რომ ტვინის ის უბნები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ციფრების გადამუშავებასა და სივრცით რეპრეზენტაციებზე, ერთმანეთთან შედარებით ახლოსაა განლაგებული.
ფიქრობენ, რომ მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს შეიძლება ჰქონდეს ასეთი სახის სინესთეზია ან მსგავსი გამოცდილება, რაც ნიშნავს იმას, რომ კვირის დღეები, თვეები ან ანბანი გონებაში იღებს სივრცით ფორმას.
6. "ფერადი სმენა"- არის სინესთეზიის ფორმა, რომელიც განსაკუთრებით კარგად ჩანს ერთ-ერთი მხატვრის, ვ.კანდინსკის შედევრებში. როდესაც ამ სინესთეზიის მქონე ადამიანებს ესმით ხმა, მათში ეს ხმა ავტომატურად იწვევს ფერების განცდას. ისეთი ადამიანისთვის, ვისაც არ აქვს ეს გამოცდილება, შესაძლოა უცნაური და დამაბნეველი იყოს, როდესაც მუსიკის მოსმენა ააქტიურებს ფერების შეგრძნებას, თუმცა სინესთიტებისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
ამ სახის სინესთეზიას მრავალი ქვე სახე აქვს: ზოგი ხედავს, რომ ფერები მათ წინ სივრცეში იშლება, ზოგი კი ''გონების თვალით'' ხედავს ამ ყველაფერს; ან მხოლოდ მუსიკა აღვიძებს ასეთ შეგრძნებას, ან სიტყვები, რომლებიც კონკრეტული აქცენტით და მანერით არის გამოთქმული.
არასინესთეტისთვის ეს მოვლენა შესაძლოა ყოველთვის მისტიური დარჩეს და ეს მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ყველა ადამიანი დაბადებისას სინესთიტია.მაგრამ, მეცნიერების ნაწილის აზრით, მალევე ქრება განვითარების ნორმალური კურსის ან "ბავშვობის ამნეზიის'' შედეგად. ადამიანების მცირე რიცხვისთვის კი ეს სამუდამო გამოცდილებად რჩება, რომელიც არ იცვლება.