მუსიკა ჰიმნად ქცეული სიმღერა 2015, 8 თებერვალი, 0:34 1814 წლის შემოდგომაზე (ინგლის-ამერიკის
ომის დროს) ინგლისელებმა ვაშინგტონი აიღეს,
ერთი ცნობილი ამერიკელი მოღვაწე შეიპყრე და
გემზე ჰყავდათ ტყვედ. მის გამოსახსნელად
გაიგზავნა ახალგაზრდა ვაშინგტონელი იურისტი და პოეტი ფრენსის სკოტ კი. მოლაპარაკებამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ ამასობაში ინგლისურმა ფლოტმა იერიში მიიტანა ქალაქზე. ფრენსის სკოტ კი ინგლისელთა ხომალდიდან გაჰყურებდა, როგორი სისასტიკით უტევდა ბრიტანული არტილერია მის მშობლიურ ქალაქს, სულით ხორცამდე შეძრულმა პოეტმა ქაღალდის ნაგლეჯზე სახელდახელოდ დაწერა ლექსი. შემდეგ პოეტი და ტყვეობიდან გამოხსნილი მისი თანამემამულე ნაპირზე გადმოსხეს. ფლოტმა გზა განაგრძო. კიმ ნაჩქარევად დაწერილი ლექსი დახვეწა და გადაათეთრა. ერთი კვირის შემდეგ ლექსი პრესაში გამოქვეყნდა და დიდი პოპულარობა მოიხვეჭა. მას "ვარსკვლავებიანი დროშა" უწოდეს. "ვარსკვლავებიანი დროშას" ერთ-ერთი ცნობილი ინგლისური სიმღერის მელოდია მიუსადაგეს. სიმღერა მთელმა ამერიკამ აიტაცა. სამოქალაქო ომის დროს მას ორივე დაპირისპირებული მხარე მღეროდა. ლექსის დაწერიდან საუკუნეზე მეტი განვლო. 1931 წელს კონგრესმა ეს სიმღერა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ჰიმნად დაამტკიცა. 26 3-ს მოსწონს
|