x
image
ვიზა კოხაძე
რამდენად შესაძლებელია ლეგენდარული ფეხბურთელი იტალიის პრეზიდენტი გახდეს?
imageმსოფლიოში ყველაზე არაორდინალურობით იტალიელები გამოირჩევიან. არც პოლიტიკაშიც არიან მაინც და მაინც თანმიმდევრულები, რაზეც ორიოდე დღის წინ იტალიის პარლამენტში ჩატარებული კანდიდატთა წინასწარ წარსადგენი ყრილობაც მეტყველებს. როგორც წყარო წერს, ხმების საკმარისი რაოდენობა ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ დააგროვა. აღნიშნულ ფაქტს მქუხარე ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ სენატორები და დეპუტატები.ცნობისათვის, იტალიაში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვამდე კანდიდატთა შერჩევის პროცედურა იმართება, სადაც პარლამენტის დეპუტატები და ქვეყნის სენატორები ფარული კენჭისყრით აფიქსირებენ, თუ ვის ისურვებენ საპრეზიდენტო კანდიდატად.კონსტიტუციაში გარკვევით უწერიათ, რომ კანდიდატად შესაძლოა დაასახელონ იტალიის ნებისმიერი მოქალაქე, თუნდაც სრულიად უცნობი საზოგადოებისთვის.image

ფრანჩესკო ტოტის შემთხვევაში ასე ნამდვილად არ იყო, რამდენადაც არა ერთხელ მოუტანა წარმატება და დიდება ყოფილმა ფეხბურთელმა თავის ქვეყანას. როგორც ჩანს, იტალიის პოლიტიკურმა ელიტამ დიდ პოლიტიკაშიც გულრწფელად ისურვეს ლეგენდარული ფეხბურთელის ხილვა, მაგრამ მათ კონსტიტუციის ერთი პუნქტი გამორჩათ მხედველობიდან: - იტალიის კონსტიტუციის ერთ - ერთი მუხლის თანახმად ქვეყნის პრეზიდენტი მინიმუმ 50 წლის მაინც უნდა იყოს. მოგეხსენებათ, რომ ტოტი ჯერ მხოლოდ 38 წლისაა.ფარული კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, როცა შედეგები გამოცხადდა ხმისდამთვლელი კომისიის მიერ, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ ლაურა ბოლდინიმ ტოტის მიერ მიღებული ხმები ანულირებულად გამოაცხადა და პოლიტიკოსებს კონსტიტუციის ის მუხლი შეახსენა, სადაც კანდიდატის ასაკს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.image

განვითარებულ მოვლენებზე თავად ფეხბურთელმა ასეთი კომენტარი გააკეთა: - " ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ხალხი მენდობა... მომავალში აუცილებლად ვიფიქრებ პრეზიდენტობაზე..."

შეგახსენებთ, რომ ტოტი იტალიის ფეხბურთის ისტორიაში ერთად ერთ ფორვარდად მოიხსენიებენ, რადგანაც მას შეეძლო ეთამაშა როგორც თავდამსხმელის, ასევე ნახევარმცველის პოზიციებზე და " სრულიად მარტოც დაცვას" აძლიერებდა: - "он считается одним из величайших итальянских игроков всех времен, [4] [5] [6]один изсамых талантливых игроковсвоего поколения ".


2005 - 2007 წლებში მან 26 გოლი გაიტანა და სერია A - ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გატანილი გოლებით კი მთელ ევროპაში საუკეთესო აღმოჩნდა და ოქროს ბუციც დაიმსახურა.image

0
27
8-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0