x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ისლამურმა სახელმწიფომ" ქრისტიანი მღვდელი სიკვდილით დასაჯა
imageრადიკალური დაჯგუფების "ისლამური სახელმწიფოს " მებრძოლებმა ჩრდილოეთ ერაყში სიკვდილით დასაჯეს 8 თვის წინ გატაცებული ქრისტიანი მღვდელი პოლ იაკუბი.ამის შესახებ 3 თებერვალს იუწყება ახალი ამბების პორტალი "ალ-ვასატი".


არსებული ინფორმაციით მკვლელობა განხორცილედა პროვინცია ნაინავას ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ მოსულში, რომელსაც რადიკალი ისლამისტები აკონტროლებენ.დიდი ხნის განმავლობაში იაკუბის შესახებ არაფერი იყო ცნობილი, იუწყება ТАСС-ი.


კიდევ ერთი მკვლელობის შესახებ იუწყება Daily Mail-ი.აღტკინებული ბრბოს თვალწინ სირიის ქალაქ ტალ აბიადში (პროვინცია რაკა)"ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკებმა მრვალსართულიანი სახლიდან თვალებახვეული მამაკაცი გადმოაგდეს.

მას ბრალად ედებოდა ჰომოსექსუალიზმი, როგორც გამოცემა აღნიშნავს, 50 წლის მამაკაცი გადმოგდების შემდეგ გადარჩა, თუმცა შემდგომ ბრბომ იგი ქვებით ჩაქოლა.


imageimage

შეგახსენებთ, რომ იანვარში ტერორისტებმა ორი მამაკაცი გადმოაგდეს საცხოვრებელი ბინის კოშკიდან, რომლებსაც აგრეთვე ჰომოსექსუალური კავშირი ბრალდებოდათ.




0
769
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
769
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0