შემიყვარე, შემიყვარე... ვიცი, ის არ ვარ ვისაც ელოდი, მაგრამ გთხოვ, შემიყვარე
- მე და ჩემს მეუღლეს ერთმანეთი დიდი ხანი გვიყვარდა. ქორწინების შემდგომ ერთი გოგონა შეგვეძინა. ცოტა ხანში მეორეზე დავრჩი ფეხმძიმედ. მოუთმენლად ველოდით ოჯახის ახალ წევრს... ჩემს პაწაწინა გოგოს ... და აი დადგა ის დღეც, ღამის 10 საათზე წყალი დავღვარე და სამშობიაროში გამაქანეს. ღამის ორ საათზე, მშობიარობა დამეწყო და ექიმებმა ახალშობილი გულზე დამაწვინეს. ჩემს პაწაწინას მაშინვე სახეზე დავაცქერდი და ტირილი ამიტყდა... შევამჩნიე, რომ ჩემი პაწაწინა დაუნის სინდრომით დაიბადა... თვალებით ვეძებდი ვინმეს, ვინც ეჭვს გამიფანტავდა მაგრამ ეს რეალობა იყო, მე დაუნის სინდრომიანი პატარა მოვავლინე ამ ქვეყანას. მისი ერთი ციდა თვალები შემომციცინებდა და თითქოს მხოლოდ ერთ რაღაცას მეუბნებოდა: - შემიყვარე, შემიყვარე... ვიცი, ის არ ვარ ვისაც ელოდი, მაგრამ გთხოვ, შემიყვარე.
ექიმებმა პატარა ინკუპატორში გაიყვანეს, მე შოკირებული ვიყავი, ბოლომდე მაინც არ მჯეროდა და პედიატრის საბოლოო დასკვნას ველოდი. ჩემი მეგობრები და ჩემი მეუღლე კი პატარასთან ერთად პოზირებდნენ, ასობით ფოტოს იღებდნენ, თითქოს არაფერი განსხვავებული არ მომხდარა. მეც თითქოს აღარ ვღელავდი და მშვიდად ველოდი ექიმის პასუხს, მანამ კი ვიხსენებდი მოვეფერე თუ არა ჩემს პაწიას, მივულოცე თუ არა დაბადება და ვაგრძნობინე თუ არა რომ მე მისი მშობელი დედა ვიყავი მანამ, სანამ ინკუპატორში გაიყვანდნენ.
და აი პედიატრიც მოვიდა, მითხრა რომ ჩემთან საქმე ჰქონდა ... საბოლოოდ შემდეგი ფრაზით მითხრა სიმართლე: - შენ ამ ქვეყნად საოცარი პაწაწინას დედიკო ხარ, რომელსაც განსაკუთრებით სჭირდება შენი ყურადღება და სიყვარული. ის არაფრით განსხვავდება შენი პირველი ქალიშვილისგან, უბრალოდ მინდ აგითხრა რომ ამ ეტაპზე გვაქვს ეჭვი რომ ბავშვი დაუნის სინდრომით დაიბადა
- და აი მითხრა საბოლოოდ ვიღაცამ სიმართლე და მეც ჩავხედე მას თვალებში. ექიმთან საუბრის მომენტში ჩემი მეუღლე გვერდიდან არ მომშორებია, გამუდმებით მეფერებოდა და მამხნევებდა.
პაწაწინა როცა მომიყვანეს, შემეშინდა მისთვის შეხედვა, ამიტომაც მხოლოდ ვაკოცე.
როცა ექიმი გავიდა, მე ჩემს მეუღლეს ატირებულმა შევხედე, მან პასუხად მხოლოდ ეს მითხრა: - ხო საყვარელო, ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით მშობლები, გილოცავ. ჩვენ ის ძალიან გვეყვარებაო!
შემდეგ ჩემს ციცქნასაც შევხედე და მივხვდი, თურმე საოცრად მენატრებოდა ის დღეები, როცა ინკუპატორში იყო. ის ჩემი მეორე სიხარული იყო. მე ვამაყობ ჩემი ქალიშვილით, მან კიდევ ერთხელ გვაჩუქა ჩვენ მშობლად ყოფნის ბედნიერება.