კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ირაკლი ფირცხალავას განცხადებით, მას პროკურატურიდან მიაკითხეს და საგამოძიებო უწყებაში წაიყვანეს-
ამის შესახებ ფირცხალავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა. ინფორმაციას ადასტურებენ აგრეთვე ოჯახის წევრები და ახლობლები.
„მოგვაკითხეს და გვითხრეს, რომ გავყოლოდით და მივყვებით. როგორც ამათგან ვიცი ნაკანიც ანალოგიურად გადაყვანილი ჰყავთ ან მიჰყავთ, უკვე გზაშია. მეც გზაში ვარ“, -განაცხადა ფირცხალავამ.
მთავარი პროკურატურა ირაკლი ფირცხალავას, კობა ნაკანისა და ლევან ბეროძის დაკავების ფაქტზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. გავრცელებული ინფორმაციით მათ დაკითხავენ, რის შემდეგაც პროკურატურა განცხადებას გააკეთებს.
გავრცელებული ინფორმაციითვე, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურამ სპეცრაზმის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი, კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა და შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე დააკავა.