კაბები სეზონის ყველაზე მოდური საქორწინო კაბები 2012, 18 მაისი, 14:13 საქორწინო კაბა ეს ერთერთი ყველაზე გრანდიოზული სანერვიულო და საფიქრალია ნებისმიერი ქალის ცხოვრებაში. ყველა ქალს უნდა, ამ დღეს განუმეორებელი და ულამაზესი იყოს, თუნცა გარეგნობა მაინც და მაინც არ უწყობდეს ხელს. თუმცა დამეთანხმებით ალბათ, რომ კაბის არჩევა საქორწინო ცერემონიალისთვის საკმაოდ რთული და დამღლელი პროცესია. ხშირად ვერ ნახულობს ადამიანი იმ მოდელს, ფასონს ან ფინანსურად მისაღები ზღვარის მქონე კაბას როგორიც მას უნდა. აქედან გამომდინარე, ნერვიულობა საქორწინო კაბის გარშემო ერთ დიდ თავის ტკივილს ემსგავსება. ჰოდა, როგორ უნდა მოიქცეთ თუკი თქვენთვის სასურველი კაბა ვერ მონახეთ? ჩემი რჩევა იქნება შეიკეროთ იგი და აუცილებლად შეიკეროთ ისეთ სალონში, სადაც პროფესიონალები მოგემსახურებიან, რადგან მოლოდინი შეკვეთის მიცემას და მის დასრულებას შორის ძალიან იწელება და ხშირად იმედის გაცრუებით სრულდება თუკი თქვენ უცნობ მკერავ-დიზაინერს ანდობთ თქვენი საოცნებო კაბის შეკერვას. ჩემი პირადი გამოცდილებით, მინდა რეკომენდაცია გავუწიო საქორწინო სალონს "Ecsxlusive MNT" რომელიც აღმაშენებლის 80/82 ნომერში მდებარეობს და რომელში დამზადებული კაბითაც მალე გადაცემა "ხანუმას" პატარძალიც მოიწონებს თავს. ქვემოთ გთავაზობთ, საქორწინო კაბების წლევანდელი წლის აქტუალურ მოდელებს, როგორც ჩანს ამ ეტაპზე, საქორწნო კაბების მაქსიმალურად ჰაეროვანი, ნაზი და ქალური სტილია მოდაში. ყოველგვარი ზედმეტი გადატვირთვის გარეშე. ამასთან ერთად, სეზონის ყველაზე მოთხოვადი ფერი საქორწინო კაბისთვის არის არა თეთრი, არამედ სპილოსძვლისფერი. მოდაშია ასევე ბაფთები, ყველა ზომის და ფორმის. ასევე თავსაბურავები, მაქსიმალურად ორიგინალური დიზაინით. 2953 2-ს მოსწონს 2-ს არა
|