x
თანამედროვე კარლსონი და ბიჭუნა

ბიჭუნა სახლში დაბრუნებული პირდაპირ სავარძელში ჩაეშვა. მორიგმა გოგომ მიატოვა და უკეთესთან წავიდა, უკვე ყოფილ მეგობართან. იგი ხვალ ისევ გაბრაზდება ქალების მოდგმაზე, ისევ დაიწყებს მტკიცებას რომ ისინი მას არ სჭირდება, მაგრამ დღეს სული დამძიმებოდა და ყელში მომდგარი ბურთი ახრჩობდა.
- დავთვრები, - თქვა ხმამაღლა.
- გენიალურია! - მხარი დაუჭირა ვიღაცის ხრიწიანმა ხმამ.
ბიჭუნას შეეშინდა და ცივმა ოფლმა დაასხა. შეტრიალდა და დახეულ ჯინსებში და ცხიმიან მაისურში ჩაცმული ჭაღარაშეპარული, რიჟა მსუქანი კაცი დაინახა.
- ვინ ხარ? - ჰკითხა ბიჭუნამ.
- ეჰ.. ვეღარ მცნობ? მე, შენს საუკეთესო მეგობარს, ჭერში რომ ცხოვრობს? - ჰკითხა წყენაშეპარული ხმით უცნობმა.
- კარლსონი?!
მსუქანმა თავი დაუქნია და ჯიბიდან სიგარეტის დაკუჭული კოლოფი ამოიღო. ბიჭუნას თვალწინ მთელი ბავშვობა წარმოუდგა: მარტოობა, სკოლა, სადაც მუდამ გარიყული იყო, კარლსონის გამოჩენა. ჰო, ეს მართლაც ბედნიერი დღეები იყო. მას ნამდვილი მეგობარი ჰყავდა! მაგრამ შემდეგ მოვიდნენ ულვაშებიანი ბიძიები-ფსიქოთერაპევტები, ტაბლეტები, კარლსონის გაქრობა, სუიციდის მცდელობა, საგიჟეში გატარებული წელი.
- შენ არ არსებობ. შენ ფიქცია ხარ. ჩემი წარმოსახვითი მეგობარი.
კარლსონმა ჩაახველა.
- რა სირობებს ლაპარაკობ, ბიჭუნა?
- ვგიჟდები. ჰალუცინაციები. ისევ.
- შენი დედაც! - მსუქანი ბიჭთან მიიჭრა და მოულოდნელად სახეში დაარტყა.
ტკივილი და სისხლის გემო პირში.
- რას იტყვი, ხომ არაა ცუდი ფიქციისთვის?
ბიჭუნას გაეღიმა. იგი ყოველთვის მართალი იყო. კარლსონი არ იყო მისი წარმოსახვა! მაგრამ უცებ დასევდიანდა.
- შენ მე მიმატოვე!
კარლსონი შეწუხდა და კუთხეს მიაშტერდა.
- ბიჭუნა... გამიგე... მაპატიე. მე ვიფიქრე რომ არ გჭირდებოდი. თან დოზის ქვეშ ვიყავი მაშინ... ყველაფერს მოგიყვები. ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი გადამხდა. გპირდები, არასდროს არ მიგატოვებ.
- არ მატყუებ?
- გეფიცები!
ბიჭუნას აეტირა. აეტირა სიხარულისგან და მაგრად ჩაეხუტა კარლსონს.
- გეყოს გეყოს, პიდარასტივით ნაზი ნუხარ. არ დავლიოთ? მე მალინის მურაბა მაქვს წამოღებული. რა პრობლემები გაქვს ბიჭუნა?
- უბრალოდ შეყვარებულმა...
- ბოზები არიან. არაყი მოიტანე მიდი.
ბიჭუნა მაღაზიისკენ გარბოდა და ბედნიერი იყო. მოიშორა ფიქრები გოგონებზე და ნაცრისფერ დღეებზე. ახლა მას კარლსონი ჰყავს. კარლსონი, არაყი და ორი ქილა მურაბა.image


0
32
2-ს მოსწონს
ავტორი:Tock
Tock
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0