x
image
beko777
Mediator image
იუნა შაფათავას ღია წერილი კესო-კესარიასთან სკანდალის შემდეგ
imageNO PASARAN! - XXI საუკუნის თბილისის პროლოგი


მგონი სირცხვილია, რომ მთელი კვირაა ქუჩაში მაჩერებენ სატელევიზიო ეთერში ნათქვამი ფრაზისთვის და მადლობას მეუბნებიან, რომ ქალი ვა რ და არ მრცხვენია ამის თქმის.


"ხანდახან უდაბნოში ხმა გაისმის. სიტყვა ბედუინის"


ავამდყოფ ნიადაგზე ჯანმრთელი ხე არ ამოვა. ნუ დავკარგავთ ღირსებას იმის გამო, რომ რაღაც დარქმეული სახელებით ცდილობენ, სიმართლის გვეშინოდეს და სახელებს არქმევენ ყოფილ მანკიერებებს, რომლებიც სულ არსებობდა, მაგრამ დღეს ჩვევაში გადავგვიყვანეს და კარგ ტონად აქციეს, უნიჭო მანკიერებები, გენიალური გადახრების გარეშე, თანაც. დიახ, მე ქალი ვარ და ჩემი ცოდვები მაქვს, მაგრამ - ჰომოფობობა, სექსისტობა, ქალობა, კაცობა, გეობა, *ლეობა, ლესბოსელობა და მამათავლობა ყველა რელიგიაში დაწესებული ცნება- ცოდვის -დონიდან ნორმაში გადავიდა და იმკვიდრებს ადგილს და ტაშს უკრავენ მას, სწორედ ისინი, ვინც უ კ ვ ე ამ ფობიებით შეპყრობილნი და მათზე გაზრდილები, თვალებს ხუჭავენ და ყურებზე ხელს იფარებენ და ხითხითებენ თავისი ვიწრო ბნელი ჩიხიდან და ადამიანობისკენ ხელს იშვერენ- შეხედე, ადამიანია.... მე ვიცი, რომ საღი აზრი ჯერ არ დაგვიკარავს და რისი გამოჩენაც მინდოდა, გამოჩნდა და თქვენც დაინახეთ, რისთვისაც დიდი მადლობა, ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს თითოეულ კუთხეს, საზღვარგარეთ მაცხოვრებელ ქართველებს, ვაჟკაცობაც გვაქვს და ქალური კდემაც და თავმოყვარეობაც.


image
დიდი მადლობა თქვენი საღი აზრისთვის და თბილი სიტყვებისთვის. არ მეშინია და არ მწყინს ამ ბნელეთისგან - გინდ ბოზი დამიძახონ, გინდ მახინჯი, გინდ ბებერი, გინდ გარეწარი. რა ცუდიც და არარაობაც არ უნდა ვიყო მე, არ გავატარებ არავის, ვის გამოც მომავალს პრობლემები შეექმნება კარგის და ცუდის, სიმართლის და სიცრუის გარჩევაში და თავგზააბნეულები, სიბნელეში ხელის ფათურით ივლიან მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც "გამჭვირვალე" და "სწორი" სიბნელე დღეს საზრდოობს და ყვავის და მომავლის სულიერების გახრწნაში პასუხისმგებლობას ვერასოდეს აიღებს, რადგან უსაფუძვლოა და უფესვო, ჩალაა უდაბნოში დაკარგული ქარავნებიდან მოფრენილი. დღევანდელი დღე გუშინდელ ნოყიერ ნიადაგს ვერ გახრწნის, ღრმაა ფესვები და ვერ ამოძირკვავთ. ადამიანობა არ უნდა დაიკარგოს, არაა სირცხვილი იყო ადამიანი.


image
ვერ ამოძირკვავთ. მე კი ვუყურე უდილემო დილემას ტვინის(გულის)რევით, თუმცაღა ბევრი რამ ამოიჭრა (ისევ რაღაც ფობიების და უცენზუროთა ცენზურის გამო, სავარაუდოდ), მაგრამ რას იზავ, ვერ გავჩუმდები და თქვენც გაწუხებთ - უკაცრავად ადამიანობასთან... შემდეგ კი ტვინის ამორეცხვისთვის ჩემი საყვარელი ვაჟა-ფშაველა ჩამოვიღე თაროდან და გული ვიჯერე სუფთა და საღი აზრებით, გენიოსის, რომელიც ბუნებას აღმერთებდა და მადლობა მას, რომ მემკვიდრეობად გვაჩუქა დედა ბუნების სიყვარული. თქვენც გიტოვებთ, დარწმუნებული ვარ, ბევრს არ წაუკითხავს ეს არაკი- "ქართველი კაცი, ღვინის ქვევრი და ბოჩკა", 1913 წელს დაწერილი.


ისიამოვნეთ. პატივისცემით იუნა

0
2952
8-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
2952
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0