x
image
მანჩო 777
საოცარი ისტორიები ადამიანებისა, რომლებმაც კომიდან გამოსვლა შეძლეს
არასოდეს დაიჯეროთ იმის, რასაც ფანტასტიკურ ფილმებში გვიჩვენებენ: სინამდვილეში კომა მეტად საშიში, მძიმე და ამავე დროს იდუმალი მდგომარეობაა ადამიანის ორგანიზმისა. ყველაზე ხშირ შემთხვევაში ის, როგორც წესი, ორ კვირაზე მეტხანს არ გრძელდება, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა ადამიანები ამ მდგომარეობაში დარჩენილან თვეებისა და წლების განმავლობაშიც კი. ფაქტია, რომ რაც უფრო დიდხანს არის ადამიანი კომაში, მით უფრო მცირე შანსი აქვს იქედან თავის დაღწევისა.

ამ პოსტში მინდა მოგითხრით რამოდენიმე უცნაური ისტორია იმ ადამიანებისა, რომლებმაც კომიდან გამოსვლა შეძლეს.


image



1. სემ კარტერი



image

2008 წელს 60 წლის პენსიონერი სემ კარტერი მძიმე ანემიის შედეგად კომაში ჩავარდა. ის ამ მდგომარეობაში სამი დღე იყო და მისი გადარჩენის შანსი მხოლოდ 30%-ს შეადგენდა. ექიმის რჩევის მიხედვით ცოლი კარტერს უკეთებდა ყურსასმენებს და ასმენინებდა მუსიკას. გასაოცარია, მაგრამ როგორც კი ცოლმა Rolling Stones-ის «I Can’t Get No Satisfaction» ჩართო, სემმა მაშინათვე გაახილა თვალები. შემდგომში მან უამბო ჟურნალისტებს, რომ ზუსტად ამ სიმღერამ მისცა მას ძალა და გამოათრია კომიდან. სიმღერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სემისათვის, რადგან სწორედ ესა იყო პირველი სინგლ-ფირფიტა, რომელიც მან 17 წლის ასაკში შეიძინა და ძალიან უყვარდა ეს მელოდია.



2. სარა ტომსონი


image

2012 წელს 32 წლის სარა ტომსონი ათი დღე იყო კომატოზურ მდგომარეობაში თავის ტვინის ტრომბის გამო. როცა ის გონს მოვიდა, მის წარმოსახვაში 1998 წელი იდგა, თავის საყვარელ ჯგუფად მას Spice Girls მიაჩნდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მაიკლ ჯეკსონი მკვდარი იყო. რაც მთავარია, მან ვერ იცნო ქმარი და შვილები. 1998 წელს სარა იყო 19 წლის და პირველ ქმართან შეეძინა შვილი, ამიტომ კომიდან გამოსული გამწარებული დაეძებდა ახალდაბადებულ ჩვილს და მოითხოვდა მისთვის ეჩვენებინათ ბავშვი. კომიდან ახლადგამოსული სარა თინეიჯერივით იქცეოდა: უსმენდა მუსიკას ხმამაღლა, თმებს იღებავდა ფერად-ფერადად და გამუდმებით კაპრიზობდა და თავნებობდა. დროთა განმავლობაში ის ნელ-ნელა შეეჩვია ახლანდელ მდგომარეობას და ქმარიც თავიდან შეიყვარა.



3. ბენ-მაკ-მაგონი, სანდრა რალიჩი და მაიკლ ბოუტრაიტი


image


ავსტრალიელი ბენ-მაკ-მაგონი ფრანგულ და ჩინურ ენებს სწავლობდა, თუმცა ჯერჯერობით ამ ენებზე თავისუფლად საუბარი არ შეეძლო. 2012 წელს ის მოჰყვა საავტომობილო ავარიაში, რის შედეგადაც ერთი კვირა კომაში იყო. როცა ბენი კომიდან გამოვიდა, მან სუფთა ჩინურ ენაზე დაიწყო ლაპარაკი და საერთოდ დაავიწყდა მშობლიური ინგლისური ენა. მან მხოლოდ ორი წლის შედეგ გაიხსენა ინგლისური, თუმცა ჩინური ენა არ დავიწყებია.

13 წლის ხორვატი სანდრა რალიჩი, რომელიც კომაში ჩავარდა, სწავლობდა გერმანულს. ერთდღიანი კომის შემდეგ მან სუფთა გერმანულ ენაზე დაიწყო ლაპარაკი და მშობლიურ ენაზე ერთი სიტყვის წარმოთქმაც კი ვერ შეძლო...

და ბოლოს, ამერიკელი მაიკლ ბოუტრაიტის განსაცვიფრებელი ისტორია: როცა ის კომიდან გამოვიდა, შვედურად დაიწყო ლაპარაკი და ირწმუნებოდა, რომ მის სახელი იოჰან ეკია. საოცარი ისაა, რომ მაიკლს შვედურ ენასთან არანაირი შეხება არ ჰქონია. ასეთი უცნური ლინგვისტური სასწაულები ჯერჯერობით შეუსწავლელ სამედიცინო მოვლენად რჩება.



4. ფრედ ჰერში


image


პიანისტ ფრედ ჰერშს შიდსის დიაგნოზი დაუსვეს 90-იანი წლების დასაწყისში, ხოლო 2008 წელს ავადმყოფობამ ის ჭკუასუსტად აქცია. შემდეგ ფრედი ჩავარდა სეპტიკურ შოკში, რის შედეგადაც ორი თვე კომაში იყო. ამის შემდეგ მან ათი თვე საწოლში გაატარა, მაგრამ მიუხედავად ამის, პიანინოზე დაკვრა არ შეუწყვეტია და ამბობდა, რომ ეს მისი სიცოცხლის მთავარი სტიმული იყო. 2010 წელს მან შეძლო ფეხზე დადგომა და ისევ მიიღო კონცერტებში მონაწილეობა. სხვათაშორის, ჰერშმა გაიხსენა რვა სიზმარი, რომლებიც მას კომაში ყოფნისას ესიზმრა და 90-წუთიანი საფორტეპიანო პიესაც კი დაწერა "ჩემი სიზმრები კომაში ყოფნის დროს".



5. ჯარეტ კარლანდი


image


2009 წელს 17 წლის ჯარეტ კარლანდი საავტომობილო ავარიაში მოჰყვა. მისი მეგობარი გარდაიცვალა, ხოლო კარლანდი გადარჩა, თუმცა ის ვეგეტატიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჯარეტის თერაპიის მნიშვნელოვან ნაწილს მუსიკის მოსმენა შეადგენდა. ძირითადად პაციენტებს მშვიდ და წყნარ მელოდიებს ასმენინებდნენ, მაგრამ ჯარეტის მშობლები მას ხშირად ურთავდნენ საყვარელ მელოდიას - ქანთრი-მომღერლის ჩარლი დენიელსის კომპოზიციას "ეშმაკი ჯორჯიას ესტუმრა". ოთხთვიანი კომის შემდეგ ჯარეტი გამოფხიზლდა. ექვსი თვის შემდეგ ახალგაზრდამ პირადად მოინახულა მომღერალი და მადლობა გადაუხადა მას, რადგან ჯარეტის აზრით, სწორედ ამ სიმღერამ გადააარჩინა ის სიკვდილს.



6. იან გრჟებსკი


image

1988 წელს რკინიგზაზე მომუშავე იან გრჟებსკიმ ორი ვაგონის შეერთების მცდელობისას თავის მძიმე ტრავმა მიიღო და კომაში გაატარა 19 წელი. როცა მან გაიღვიძა, სამყარო უკვე სულ სხვანაირი იყო: პოლონეთი უკვე კარგა ხანია აღარ იყო კომუნისტური ქვეყანა და იანს 11 შვილიშვილი ჰყავდა. პოლონელის ისტორია მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი, თუმცა თავად გრჟებსკი ირწმუნებოდა, რომ მან სრულ კომაში მხოლოდ 4 წელი გაატარა. დანარჩენი 15 წელი ის პარალიზებულ მდგომარეობაში იყო და ლაპარაკი არ შეეძლო, მაგრამ მშვენივრად ესმოდა და გრძნობდა.



7. ჰერი დოკერი


image

პოლიციელი ჰერი დოკერი 33 წლის იყო, როცა მძიმედ დაჭრეს თავის არეში. ექიმებმა მას ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს და თავის ტვინის 20% ამოაცალეს, მაგრამ ვერ გაბედეს ტყვიას შეხებოდნენ, რადგან ის ღრმად იყო ტვინში ჩამჯდარი. შვიდი წლის განმავლობაში (1996 წლამდე) ჰერი კომაში იმყოფებოდა, შემდეგ კი აზრზე მოვიდა და ლაპარაკი დაიწყო. მან გაიხსენა ოჯახის წვერები და იცნო უკვე საკმაოდ წამოზრდილი ვაჟიშვილები. სამაგიეროდ მას აბსოლუტურად არაფერი არ ახსოვდა მომხდარი ინციდენტიდან და სროლაში მოხვედრის შესახებ. სამწუხაროდ, კომიდან გამოსვლის ერთი წლის შემდეგ ჰერი გარდაიცვალა ფილტვების ტრომბით.



8. სარა სკენტლინი


image


1984 წელს 18 წლის კოლეჯის სტუდენტ სარა სკენტლინს დაეჯახა მთვრალი მძღოლი. თავის ტრავმა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ გოგონამ ერთი თვე კომაში გაატარა, რომლიდანაც გამოსვლის შემდეგ ერთადერთი, რაც მას შეეძლო დამოუკიდებლად გაეკეთებინა, ეს იყო სუნთქვა და საჭმლის გადაყლაპვა. მას შემდეგ, რაც მან საავადმყოფოში 16 წელი გაატარა, გოგონას მკურნალობა ერთმა ახალგაზრდა სპეციალისტმა აიღო თავის თავზე. მან შეძლო იმდენი, რომ სარამ რეაგირება დაიწყო ყვირილზე, დაძახებაზე, მუსიკის მოსმენაზე. ავარიიდან ოცი წლის შემდეგ სარამ წარმოთქვა პირველი სიტყვა, მალე კი თითქმის გამართულად დაიწყო ლაპარაკი. ის გადაადგილდება ინვალიდის ეტლით, შეუძლია ურთიერთობა ადამიანებთან, მაგრამ ეს 40 წელს გადაცილებული ქალი ისევ თვლის, რომ მხოლოდ 18 წლისაა.



9. ტერი უოლისი


image


1984 წელს 19 წლის ტერი უოლისი და მისი მეგობარი ავარიაში მოყვნენ, რის შედეგადაც მანქანა წყალსაცავში გადავარდა. მეგობარი დაიღუპა, ტერი კი მეორე დღეს იპოვეს უგრძობლად მყოფი. ასე გაგრძელდა 2003 წლამდე, როცა ტერი მოულოდნელად გამოფხიზლდა და ლაპარაკი დაიწყო. მისი პირველი სიტყვა იყო " დედა". გოგონას ყველაფერი კარგად ახსოვდა, ავარიაც კი, მაგრამ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ამდენი წელი გავიდა. მისთვის აშშ-ის პრეზიდენტი ისევ რონალდ რეიგანი იყო. უოლისი პარალიზებული დარჩა, მაგრამ შესანიშნავი გონება აქვს და შეუძლია ადამიანებთან ნორმალური ურთიერთობა.



10. ჰეილი პუტრე


image


როცა ჰეილი ოთხი წლის იყო, დედამისს ჩამოართვეს დედობის უფლება, ხოლო ბავშვი აღსაზრდელად გადასცეს დეიდას, რომელთანაც მან შვიდი წელი იცხოვრა. 2005 წელს გოგონა თავის ტვინის მძიმე დაზიანებით მოათავსეს ჰოსპიტალში. აღმოჩნდა, რომ ის სცემეს დედინაცვალმა და მამინაცვალმა. ის კომაში ჩავარდა და ექიმები დარწმუნებული იყვნენ, რომ ბავშვი სამუდამოდ ვეგეტატიურ მდგომარეობაში დარჩებოდა. 2008 წელს სოციალური სამსახურის მუშაკებმა გადაწყვეტილება მიიღეს გოგონა აპარატიდან გამოერთოთ, რადგან მას სიცოცხლის დაბრუნების ნიშნები არ აღენიშნებოდა. როცა ექიმები აპარატის გამოსართავად პალატაში შევიდნენ, მოხდა სასწაული: გოგონამ დამოუკიდებლად დაიწყო სუნთქვა და რეაგირება ექიმების საუბარზე. შემდეგ მან გაიღიმა და წარმოთქვა რამოდენიმე სიტყვა. ამჟამად ჰეილი გადაადგილდება ინვალიდის ეტლით და შეუძლია დანაწევრებული მეტყველება.

2
778
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
778
  
2015, 7 მარტი, 19:54
ძალიან საინტერესო იყო მადლობა :*
0 1 2