სხვა რუმინელი მოდელის მამამ თავი ჩამოიხრჩო მას შემდეგ,როცა გაიგო რომ მისი ქალიშვილი Playboy -სთვის შიშვლდებოდა 2015, 30 იანვარი, 16:35 ![]() ცნობილი რუმინელი მოდელის ლორენდანა ჩივუს(loredana chivu) მამამ თავი ჩამოიხრჩო მას შემდეგ, როცა გაიგო, რომ მისი 18 წლის ქალიშვილი Playboy-სთვის შიშვლდებოდა. შემთხვევა 7 წლის წინ მოხდა, თუმცა საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა თავად მოდელის აღიარებით.იუწყება Mirror-ი. გოგონას განცხადებით მამა მას შემდეგ აღარ ელაპარაკებოდა ქალიშვილს , როდესაც მისი ფოტო ადგილობრივ Playboy-ის გარეკანზე ნახა.მეტიც, მამა ცდილობდა ჩამოეშორებინა ოჯახის სხვა წევრები გარყვნილი ქალიშვილისთვის. რამდენიმე თვე მამა-შვილი ერთმანეთს არ ელაპარაკებოდა და კონტაქტიც არ ჰქონიათ. თუმცა როდესაც ქალიშვილმა იგრძნო, რომ დუმილი დიდხანს გაიწელა გადაწყვიტა მამა მოენახულებინა.... ![]() ლორენდალი დღეს 25 წლისაა, თუმცა აღნიშნავს, რომ დღემდე ვერ გამოსულა იმ სტრესიდან, როდესაც მამის გარდაცვალების შემდეგ გადაიტანა. "საშინელებაა იმის გაფიქრება, რომ მამამ ჩემს გამო მოიკლა თავი"-აღნიშნა მოდელმა. ![]() 107 5-ს მოსწონს
|