x
image
worldsport.ge
All Star 2015-ის ყველა მონაწილე ცნობილია

imageAll Star 2015-ში მონაწილე გუნდების სათადარიგო 7-7 მოთამაშის ვინაობა დღეს “თბილისი მოლში” გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.
თბილისის გუნდის მწვრთნელების ირაკლი ხოშტარიასა (დინამო) და კოტე ტუღუშის (შსს-აკადემია) მიერ დასახელებული სათადარიგო მოთამაშეები არიან: ბექა ჩიკვილაძე, ბექა წივწივაძე, გიორგი შარაბიძე (სამივე შსს-აკადემია), ნუგზარ აბულაძე (ოლიმპი), მერაბ ბოქოლიშვილი (მგზავრები-არმია), ილია ლონდარიძე, გიორგი ორმოცაძე (ორივე დინამო).
რეგიონის გუნდის მწვრთნელების მალხაზ კოხრეიძის (ქუთაისი) და მიხეილ ბერუაშვილის (რუსთავი) სათადარიგო მოთამაშეები არიან: ნიკ კელოგი (ბათუმი), ზაურ ფაშაევი (ქუთაისი), გოგა ცეკვავა, მიხეილ ჭოჭუა (ორივე დინამო), გიორგი ჯგერენაია, გრიგოლ შვანგირაძე, ირაკლი ჩლაიძე (სამივე სოხუმი).
აღნიშნული მოთამაშეეები მწვრთნელებმა მას შემდეგ დაასახელეს, რაც სასტარტო 5-ეულები გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად აირჩიეს.
All Star 2015 31 იანვარს 14:00 საათზე “თბილისი მოლში” გაიმართება. საჩვენებელ მატჩთან ერთად ჩატარდება კონკურსი 3-ქულიანების სროლაში და ჩატენვებში.




ლაშა ქოიავა

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0