x
image
გვანცა1234
მოამზადეთ უგემრიელესი აჩმა მარტივად და სწრაფად

მასალა:
კვერცხი _ 5ცალი წყალი _ 1 ჩ.ჭ
კარაქი _ 300-500 გრ. ფქვილი_ რამდენსაც შეიზელს
ყველი _ 1 კგ.

imageცომის მომზადება:
კარგად გავთქვიფოთ კვერცები, დავამატოთ ერთი ჭიქა წყალი, უმაღლესი ხარისხის ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი. ცომი გავყოთ ექვს ნაწილად ( 1 ნაწილი იყოს შედარებით დიდი) შევდოთ მაცივარში დაახლოებით ერთი საათი ქურაზე დავდგათფართოპირიანი თასი, ჩავასხათ წყალი და ავადუღოთ, შევაზავოთ ცოტა მარილით. ცომის ერთი ნაწილი კარგად გავაბრტყელოთ თუნუქის ფურცლის ზომაზე (რაც შეიძლება სიფრიფანა უნდა იყოს. ), ჩავდოთ ადუღებულ წყალში, გავაჩეროთ1-2 წუთი, ამოვიღოთ ადუღებული წყლიდან და იმავე წუტში უნდა ჩავდოთ ცივ წყალში ერამდენიმე წამით, ამოვიღოთ, დავწუროთ ხელით ზედმეტი წყლისგან, დავდოთ კარაქწასმულ თუნუქის ფურცელზე და ზემოდან წავუსვათ კარაქი. ასე გავიმეოროთ ექვსივე ცომის გუნდის გაბრტყელება და მოხარშვა.


შიგთავსის მომზადება და ხაჭაპურის მომზადების წესი:
უმარილო ჭყინტი ყველის ან სულგუნისგან წინასწარ მოვამზადოთ შიგთავსი. დავდოთ ორი ფენა ცომი. მოვაყაროთ ყველი, დავაფაროთ მოხარშული ცომი, წავუსვათ კკარაქი, ორი ფენის შემდეგ მოვაყაროთ დაფხვნილი ყველი ზემოდან ისევ 2 მოხარშული კარაქწასმული ცომი. ბოლო ფენა უნდა იყოს ყველაზე დიდი ამოვუკეცოთ გვერდები ცომს, ზემოდან გავუსვათ კვერცხის გული ან არაჟანი და ევდგათ ღუმელში. ასეთი ხაჭაპური შეიძლება წინასწარ გამოცხობამდე დავჭრათ ულუფებად, ისე გამოვაცხოთ და გემრიელად მივირთვათ.

0
2314
9-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
2314
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0