ქალი და მამაკაცი გოგონას შეყვარებულმა ცოლობა სთხოვა და სიხარულისგან კლდიდან გადავარდა 2015, 30 იანვარი, 13:13 ესპანეთის კუნძულ იბიცაზე გოგონა კლდიდან გადავარდა მას შემდეგ, როდესაც შეყვარებულმა მას ცოლობა სთხოვა., იუწყება The Daily Mail-ი.
ტრაგედია მოხდა 27 იანვარს კურორტ კალა ტარიდაზე. 29 წლის ბულგარელი ახალგაზრდა ქალი დიმიტრინა დიმიტროვა, შეყვარებულმა მიიწვია ესპანეთში რომელიც ოფიციანტად მუშაობდა. მამაკაცმა გადაწყვიტა ხელის თხოვნისთვის რომ უფრო მეტი რომანტიულობა შეემატებინა ქალი კლდის პირას გაეყვანა, სადაც ზღვის და მზის ჩასვლის ულამაზესი ხედები იშლებოდა. ცოლობის თხოვნის შემდეგ გოგონამ სიხარულისგან ხტუნაობა დაიწყო, დაუსხლტა ფეხი და 20 მეტრის სიმაღლიდან კლდეში ჩაიჩეხა. ადგილზე მოსულმა მაშველებმა და ექიმებმა გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს. იგი რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. 407 7-ს მოსწონს
|