ცომეული ფუნთუშა, ტარაკანი და მოხერხებული მცხობელი ანუ როგორ წარმოიშვა ქიშმიშიანი ფუნთუშები 2015, 27 იანვარი, 12:36 მე-20 საუკუნის დასაწყისში, რუსეთში მოღვაწეობდა ერთი ძალიან ცნობილი მცხობელი, ივანე ფილიპოვი, რომლის საცხობები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. ერთ დღესაც, გენერალ-გუბერნატორმა, გვარად ზაკრევსკიმ, ფილიპოვის მიერ გამომცხვარ ფუნთუშაში ტარაკანი აღმოაჩინა. გაბრაზებულმა გუბერნატორმა მეფუნთუშე სახლში დაიბარა და ახსნა-განმარტება მოსთხოვა. გონებამახვილმა მხცობელმა გუბერნატორს მიუგო, რომ ეს ტარაკანი კი არა, ქიშმიშია და, თავისი სიტყვების დასამტკიცებლად, თავად შეჭამა ტარაკნიანი ფუნთუშა. საცხობში დაბრუნებულმა ფილიპოვმა მართლაც ჩაყარა ქიშმიში ფუნთუშების ცომში. ახალი პროდუქტი მომხმარებელმა მაშინვე შეიყვარა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. 298 8-ს მოსწონს
|