x
image
natia.a
იდეალური საფუარიანი ცომის 8 საიდუმლო

imageსაფუარიანი ცომი ძალიან ბევრი გემრიელი რეცეპტის საფუძველს წარმოადგენს. მისგან მზადდება როგორც მარილიანი, ასევე ტკბილი ღვეზელები. ერთი შეხედვით ეს თითქოს ყველაზე მარტივი ცომია. ბევრის აზრით, რამდენადაც მის შემადგენლობაში შედის ისეთი "ჯადოსნური" კომპონენტი, როგორიცაა საფუარი, ამიტომ ცომი აუცილებლად ამოვა და საშიშიც არაფერია. არადა არც ასეა საქმე. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც იდეალური საფუარიანი ცომის მომზადებაში დაგეხმარებათ.

1. ფქვილი არ უნდა იყოს ნესტიანი, რადგან ეს ცომს "ჩააგდებს". ამასთან, ნესტიანი ფქვილი ყოველთვის მეტი რაოდენობითაა საჭირო ცომის მოსაზელად, ვიდრე მშრალი, მეტი რაოდენობით ფქვილი კი ცომის ამოსვლას ხელს უშლის.


2. ნუ დაგეზარებათ ფქვილის გაცრა: ამგვარად მას ჟანგბადი ერევა და შედეგად ფუმფულა ღვეზელს მიიღებთ.


3. ყველა პროდუქტი, რომლებსაც ცომის მოსაზელად იყენებთ, უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.


4. დარწმუნდით, რომ საფუარი ახალია.


5. საფუარი გახსენით თბილ წყალში/რძეში: არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ცხელი ან ცივი წყალი/რძე.


6. თუ ცომში კარაქს ან მარგარინს უმატებთ, წინასწარ გაალღვეთ და ოდნავ გააგრილეთ - საფუარს ცხელი ინგრედიენტები "არ უყვარს".


7. ცომი კარგად უნდა მოიზილოს და ფქვილშიც კარგად უნდა ამოგუნდავდეს: ნუ შეგეშინდებათ ფქვილის დამატება - ცომი ზუსტად იმდენს შეიზელს, რამდენიც სჭირდება.


8. იმისათვის, რომ კარგად ამოვიდეს, ცომი თბილ ადგილას უნდა მოათავსოთ, განსაკუთრებით მოარიდეთ ორპირს.


0
2380
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2380
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0