x
image
worldsport.ge
ზაზამ “სან ანტონიოს” 12 ქულა ჩაუგდო

imageზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” ტეხასში “სან ანტონიოსთან” 95:101 დამარცხდა. “მილუოკმა” პირველი ტაიმი 55:47 მოიგო, მაგრამ მესამე და მეოთხე პერიოდები ჩემპიონების სასარგებლოდ დასრულდა.
ზაზა სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 24 წუთი დაჰყო. ფაჩულიამ გუნდს 12 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი შესძინა. ქართველმა ცენტრმა 11-დან 5 ორქულიანი ჩააგდო და 2-დან 2 საჯარიმო სროლა გამოიყენა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზაზას ბურთი არცერთხელ დაუკარგავს.
“მილუოკი ბაქსს” 22 მოგება და ამდენივე წაგება დაუგროვდა, ჯეისონ კიდის შეგირდები აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილს იკავებენ.





ლაშა ქოიავა

www.worldsport.ge

0
35
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0