კოლექციები შიშველი კონსტრუქტივიზმი- მოდური სიახლეების ცხელ-ცხელი კოლექცია 2015, 25 იანვარი, 20:49 მოდა (ფრანგ. mode, ლათ.-გან modus ზომა, სახე, საშუალება, წესი) არის ტერმინი, რომელიც გამომსახველობის (ექსპრესიის) გაბატონებულ მიმდინარეობაზე მიუთითებს, თუმცა ხშირად ასევე ასახავს გამოსახვის კერძო მანერას, სტილს, რომელიც ყველასთვის დამახასიათებელი არ არის. ეს ხელოვნების ის დარგია, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს, ერთ ადგილზე არასდროს ჩერდება, ბრუნავს და ხშირად ძნელია დროულად აჰყვე და მისდიო მის ტენდენციებს. ტერმინები ”მოდური” ან ”მოდიდან გასული”იხმარება მაშინ, როდესაც რაღაც კონკრეტული ექსპრესიის თანამედროვე პოპულარული მოდის ფარგლებში ჯდება. ტერმინს ხშირად დადებითი მნიშვნელობა ენიჭება და მომხიბვლელობის სინონიმია, თუმცა ხანდახან მას ნეგატიური მნიშვნელობაც აქვს და ყოფიერების, მატერიალიზმის სინონიმად გამოიყენება. მოდა ყველა შემადგენელი ნაწილით იქნება ეს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ აქსესუარი თვითგამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა და ის ვიზუალზე ასახული შინაგანი მე-ს ერთგვარი გამოვლინებაა. მოდა ყველაზე დიდი ბიზნესია მსოფლიოში. მოდის მნიშვნელობა თითოეული ადამიანისთვის განხსვავდება, ზოგისთვის მოდა ის არის რაც მოსწონს, ან რაშიც თავს კომფორტულად გრძნობს, ზოგისთვის უახლესი კოლექციები ცნობილი დიზაინერებისგან, ან მხოლოდ ხელოვნება. მოდა ყველაზე დიდი თავისუფლებაა, რომელიც იქმნება ყველაზე დიდი შეზღუდვებით. ამიტომ დიზაინერები ყოველ კვირა თუ არა, თვეში ერთხელ მაინც გვანებივრებენ ახალი, ექსტრავაგანტული და არაორდინალური სტილებით. 21 იანვარს, გერმანიის დედაქალაქში მოდის სახლმა Lavera Showroom-მა წარმოგვიდგინა ახალი ჩვენება, რომელიც გახდა Fashion Week Berlin-ის განუყოფელი ნაწილი. დიზაინერები შესაფასებლად მოიწვიეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომელთაც ელოდათ მკვეთრი, გამჭვირვალე ქსოვილის უჩვეულო კაბები გეომეტრიული ელემენტებით. მაშ გთავაზობთ Fashion Week Berlin- "Lavera Showroom"-ის უახლეს, ცხელ-ცხელ კოლექციას: 42 14-ს მოსწონს 1-ს არა
|