საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ მძიმე ტრავმა მიიღო და დაახლოებით ერთი თვე უქმობა მოუწევს. აღნიშნულის შესახებ ცნობას ყაზანის “უნიკსის” ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ქართველი ფორვარდი 21 იანვარს, ევროთასზე, სანკტ-პეტერბურგის “ზენიტთან” მატჩში დაშავებულა, რომელიც მისმა გუნდმა 103:67 მოიგო.
იმ შეხვედრაში სანიკიძე მოედანზე მხოლოდ 2:49 წუთი გამოჩნდა, თუმცა, მხრის ორთავა კუნთის მყესი გაიწყვიტა და უახლოეს მატჩებში გუნდს ვეღარაფრით დაეხმარება.
ისიც ვთქვათ, რომ შპორტანდო-ს ცნობით, ვიქტორი 6-დან 8 კვირამდე გამოტოვებს.
www.worldsport.ge