x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მოდით ვიამაყოთ იმ კეთილი ადამიანებით,რომლებიც ჩვენს სამყაროს ალამაზებენ
ყოველდღიურად ტელევიზია, პრესა თუ ინტერნეტი გაჯერებულია უამრავი უარყოფითად დამუხტული ინფორმაციებით:ტერორისტული აქტები, სამხედრო კონფლიქტები, მკვლელობები, ბუნებრივი თუ ტექნიკური კატასტროფები, რაც კიდევ უფრო ნაცრისფერს ხდის ჩვენს ისედაც დაძაბულ-დაზაფრულ ცხოვრებას.


თუმცა ყოველდღიურად ჩვენ გარშემო ხდება უამრავი ამბები, რომელიც სიკეთით, კაცთმოყვარეობით, პატიოსნებით და ჰუმანიზმითაა გამსჭვალული...იგი ხშირად იკარგება მასიურად მოვარდნილ უარყოფით ინფორმაციის მორევში, რომელსაც საინფორმაციო საშუალებები აქტიურად აშუქებენ და კიდევ უფრო მძაფრ და მუქ ფერებში გვიხატავენ.


1-მაწანწალამ სტუდენტს უკანასკნელი ფული მისცა-შემთხვევა მოხდა დეკემბრის შუა რიცხვებში დიდ ბრიტანეთში. 22 წლის სტუდენტმა დომინიკ ჰარისონ ბეტსონმა საკრედიტო ბარათი დაკარგა, ამიტომ გვიან ღამით სახლში ვეღარ მიდიოდა ტაქსით.


გოგონა შეეცოდა ქუჩის უსახლკარო მაწანწალას, რომელმაც უკანასკნელი ფული მისცა სტუდენტს, იმისთვის, რომ მას სახლამდე მიეღწია.


ამის შემდეგ სტუდენტმა გოგონამ დაიწყო მაწანწალასთვის ინტერენტით ფულის შეგროვება.კეთილ მამაკაცს გოგონამ 12 500 ფუნტი სტერლინგი შეუგროვა. აწი იგი აღარ იცხოვრებს ქუჩაში, აგრეთვე მას შეუძლია სამუშაოზეც მოეწყოს.image2-ოფიციანტს 11 000$ "შაბაში" დაუტოვეს.-ამა წლის იანვრის შუა რიცხვებში რესტორანში ერთ-ერთმა მომხმარებელმა ოფიციანტს საჩუქრად 11 000$ დაუტოვა.კეთილმა ადამიანმა თავის სახელი არ დაასახელა, უბრალოდ ერთ-ერთ ქვითარზე წააწერა:"ჩვენი ღმერთის, იესო ქრისტეს სახელით".

image3-ქველმოქმედი სამარშუტო ტაქსის მძღოლი-ვოლგოგრადში დადის ერთი ასეთი სამარშუტო ტაქსის მძღოლი, -უსუბ კოჩოიანი, რომელსაც თავის ნებით უფასოდ გადაჰყავს ფეხმძიმე ქალები, სამხედრო მოსამსახურეები და ფრიადოსნები.

ახლახან სიას მიამატა უკრაინელი ლტოლვილებიც.დამატებით ფასდაკლებაა აქვს იმ ადამიანებზე, რომლებიც ამოსვლისას გამარჯობას იტყვიან და გაიღიმებენ.

image4-მოწაფეებმა მამაკაცი წყალში დახრჩობას გადაარჩინეს.-მე-8 კლასის მოწაფეებმა:ალექსანდრე ზოტკინმა, მიხეილ ლაზარევმა და დანიელ კუზნეცოვმა თავიანთი სოცოცხლის რისკის ფასად მამაკაცი ამოიყვანეს გაყინული არხიდან.სანამ სასწრაფო მოვიდოდა, ბიჭებმა მამაკაცს ხელები დაუზილეს და თბილი ტანისამოსით შემოსეს. image5-მამაკაცმა ბანკს 200 000 დაუბრუნა-იანვრის დასაწყისში ჩელიაბინსკში არტემ მიხეევმა მოლარესგან კუთვნილი 200 000 რუბლის ნაცვლად, ორჯერ მეტი, 400 000 რუბლი მიიღო.ზედმეტი თანხა ახალგაზრდა მამაკაცმა მხოლოდ სახლში მისვლის შემდეგ აღმოაჩინა.

იგი დაბრუნდა უკან ბანკში და მოლარეს ზედმეტი 200 000 დაუბრუნა. მიხეევის კომენტარი მომხდარ ფაქტზე ასეთი იყო:" არ მსურს სხვის უბედურებაზე აწყობილი ბედნიერება."

image6-ყოფილმა საის თანამშრომელმა გოგონა გადაარჩინა-დეკემბრის ბოლოს, ახალი წლის წინა დღეებში 44 წლის სერგეი ფლოროვი გზაზე გადაადგილდებოდა ავტომობილით, როდესაც კამენსკ-ურალსკის სავაჭრო ცენტრთან დაინახა შუა გზაზე მდგომი პატარა გოგონა.მამაკაცმა უცებ გააჩერა მანქანა, ჩართო ავარიული სიგნალები და გოგონას ხელი დასტაცა...ერთი წამის შემდეგ ზუსტად იმ ადგილზე "გაზელმა" ჩაიქროლა.

მამაკაცმა პოლიციაში დარეკა.როგორც აღმოჩნდა, გოგონას ვერა ერქვა და რამდენიმე საათის წინ დაიკარგა, ბავშვს პოლიცია ეძებდა.როგორც გაირკვა, დედას მაღაზიაში დაეკარგა შვილი.

image7-უსახლკარომ ნაჩუქარი ფულით სხვა მაწანწალებისთვის პროდუქტი იყიდა.-კალიფორნიაში, ერთ-ერთმა ვიდეობლოგერმა ექსპერიმენტი ჩაატარა.უსახლკარო მაწანწალას 100$ აჩუქა და დაელოდა რა მოხდებოდა.

მაწანწალა სუპერმარკეტში შევიდა, იმ ფულით პროდუქტები იყიდა, გაავსო ჩანთა და საკვები მასავით უსახლკაროებს დაურიგა.

image


0
42
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0