![ექვსი ხმაურიანი განქორწინება image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201501/2015012309270327970.jpg)
ქართველი ცნობადი სახეები ამ ბოლო დროს ხმაურიანი განქორწინებებით "იწონებენ" თავს. მათი ცხოვრება ხომ მუდმივად ყურადღების ცენტრშია და ხშირად დაუფარავიცაა."ამბები.გე"მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც განიხილება ქორწინებაში უიღბლო ცნობილების ცხოვრება.
![ექვსი ხმაურიანი განქორწინება image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201501/2015012309395227970.jpg)
ნინი ბადურაშვილი და ირაკლი კუტალაძე
ნინისა და ირაკლის ქორწინებას ბოლო მომღერლის მეუღლემ დაუსვა. მათ განშორებაზე ბევრი მითქმა-მოთქმა იყო. საქართველოში დაბრუნებული ნინი ცდილობდა მისი ოჯახური ცხოვრება არ გახმაურებულიყო, მაგრამ ირაკლიმ სკანდალურ ინტერვიუს თავი არ აარიდა. რასაც ნინიმ მხოლოდ ლექსით უპასუხა. ბოლოს გაჩნდა მათი ქალიშვილი ელენე, რასაც წყვილს შორის ურთიერთობის დათბობა მოჰყვა და მამამ შვილი რამოდენიმეჯერ მოინახულა.
![ექვსი ხმაურიანი განქორწინება image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201501/2015012309465927970.jpg)
დათო ხუჯაძე და ნათია ონიანი
დათო ხუჯაძე ერთ დროს პოპულარობის პიკში იყო, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა და ვისთან არ აწყვილებდნენ, მაგრამ როცა პარლამენტში ასლან აბაშიძის "აღორძინების" სიით მოხვდა, მისმა პოპულარობამ უკუსვლა იწყო, რის შემდეგაც მომღერალი საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. მისი კარიერა რუსეთში კარგად აეწყო, ხშირად იწვევენ სატელევიზიო შოუებში და კონცერტებზე. მალე დაოჯახდა მოსკოვში დაბადებულ და გაზრდილ ნათია ონიანზე, რომელთანაც გოგო შეეძინა, თუმცა წყვილი მალევე დაშორდა. დათო ამ თემაზე არ საუბრობს. თუმცა, ცნობილია რომ დათოს მეუღლე შვილის ნახვასაც კი უკრძალავს და ამიტომაც მომღერლის ოჯახი შვილიშვილს არ იცნობს.
![ექვსი ხმაურიანი განქორწინება image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201501/2015012309531327970.jpg)
ნოე სულაბერიძე და ეკა სამხარაძე
პროდიუსერისა და ტელეწამყვანის ოჯახი რამდენიმე თვის წინ დაიგრა. ხმები მათი დაშორების შესახებ სამი წლის წინაც გავრცელდა. მშინ ფსიქოლოგს მიმართეს და ოჯახი დანგრევას გადაურჩა. როგორც ამბობენ მათი წყვილი მესამე პირის თიკა ჭანტურიძის გამო დაშორდა. ისინი მოგზაურობაშიც ერთად იყვნენ.
![ექვსი ხმაურიანი განქორწინება image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201501/2015012310020827970.jpg)
სოფო ბედია და მიშა შაყულაშვილი
სოფოსა და მიშას დაშორებასაც დიდი ხმაური მოჰყვა. მათი დაშორების მიზეზი მიშას რთული ხასიათი იყო. როგორც სოფოს ახლობლები ამბობენ, მომღერალი ბევრს ეცადა ოჯახის შენარჩუნებას მაგრამ არ გამოუვიდა. დაშორების შემდეგ სოფომ მალევე იპოვა სიყვარული, მისი რჩეული პოლიტიკური აქტივისტი მიშა მესხია. მიშა ბევრს ეცადა და ბოლოს სოფოს გულიც მოიგო. სულ ახლახანს კი იქორწინეს კიდეც.
![ექვსი ხმაურიანი განქორწინება image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201501/2015012310103927970.jpg)
გიორგი ყიფშიძე და ანი ჩიქვილაძე
გიორგი ყიფშიძე როგორც ამბობენ მეორედაც განქორწინდა, მისი ამ ნაბიჯის მიზეზად მოცეკვავე ჯულიანა ბარ-გნარს ასახელებენ. ჯულიანამ ერთხელ აღნიშნა რომ ის გიორგისთან ბედნიერია. შემდეგ კი დაირხა ხმები რომ ანი და გიორგი შერიგდნენ. მოკლედ, ვერ გაიგებ დაშორდა თუ არა მეუღლეს. თუმცა ამ სიაში მაინც მოხვდა.
![ექვსი ხმაურიანი განქორწინება image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201501/2015012310145127970.jpg)
სალომე ქათამაძე და გიგი ზამთარაძე
წყვილი რამდენიმე თვის წინ დაშორდა ერთმანეთს. როგორც სალომე ამბობს მეუღლეს იმიტომ დაშორდა რომ ამერიკაში გამგზავრების უფლებას არ აძლევდა, რასაც გიგის მეგობრები უარყოფენ და ამბობენ რომ გიგი ძალიან განიცდის სალომესთან დაშორებას და დეპრესიაშია. წყვილის ახლობლები ამბობენ, რომ სალომეს დიჯეი შეუყვარდა და ქმარი ამის გამო მიატოვა.