სხვა "მაპატიე დედა,მე კორბინს ვესროლე.." 2015, 22 იანვარი, 13:34 ![]() ოთხი შვილის დედა დაფეთებული ეცა მანეჟს, სადაც 9 თვის კორბინი იწვა.ჩვილი სასიკვდილოდ დაჭრილი იყო. "შევედი და ვნახე ჩემი შვილი სისხლისგან იცლებოდა, -განუცხადა NBC News-ს ალექისმა, -სულ რაღაც 5 წუთის წინ იგი ხელში მეჭირა და ვეფერებოდი." ![]() როგორც პოლიციის შერიფმა დარენ უაიტმა Daily News-ს განუცხადა, მისურის ოლქის მაცხოვრებელები საერთოდ ყოველთვის ამაყობენ და ტრაბახობენ იმით, რომ სახლში იარაღი აქვთ.ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორი აუცილებელია იარაღის უსაფრთხოდ შენახვა -მოხმარება. თვითონ ბილი პორტერმა განაცხადა, რომ იარაღებს საწოლ ოთახში ინახავდა, საწოლის უკან თაროზე. " ვუთხარი ბავშვებს, რომ ისინი არ უნდა შევიდნენ ჩემს საწოლ ოთახში...ვეუბნებოდი, რომ იარაღს ვინახავდი, მათ იცოდნენ ამის შესახებ.." "თვითონ იარაღი სახიფათო არაა..თავისით ისინი ვერაფერს გააკეთებენ"-განაცხადა დარენ უაიტმა-"ეს იმ ადამაინების ბრალია, რომლებიც იარაღს უყურადღებოდ ტოვებენ, პატარა ბავშვებს ყოველთვის აინტერესებთ და მოხიბლულები არიან ნებისმიერი საგნით". ![]() 5 წლის ბიჭუნა ახლაც ბოლომდე ვერ ხვდება რა ჩაიდინა, განუცხადა NBC-ს ალექსისმა. 45 5-ს მოსწონს
|