x
image
natia.a
როგორ დავიკლოთ ბანანის საშუალებით - იაპონური დიეტა, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო

imageხშირად ადამიანებს, რომლებიც დღის უმეტეს ნაწილს სამსახურში ატარებენ და სახლშიც ინტელექტუალური სამუშაოს შესრულება უწევთ, დრო არ ყოფნით საკუთარი სხეულის ფორმებზე ზრუნვისთვის. შესაბამისად წონაში მატება მათთვის პრობლემას წარმოადგენს. ასე დაემართა 2008 წელს ტოკიოელ ბანკირს, ხიტოში ვატანაბეს, რომელსაც მართალია, კარიერული წინსვლა ჰქონდა და საკმაოდ დიდ პოსტზე მუშაობდა, მაგრამ თანდათან ცხიმებიც ემატებოდა...
იაპონელს მშველელად თავისივე მეგობარი გოგონა (ამჟამად უკვე მეუღლე) სუმიკო მოევლინა. იგი ფარმაცევტი იყო და თვითონვე შეიმუშავა წონაში დასაკლები რეცეპტი. მეგობრის რჩევით ხიტოში საუზმეზე რამდენიმე ბანანს მიიერთმევდა და უბრალო, ოთახის ტემპერატურის წყალს აყოლებდა. სუმიკო ფიქრობდა, რომ ამგვარი რაციონი საგრძნობლად დააჩქარებდა ნივთიერებათა ცვლას. ასეთი საუზმის მიღების შემთხვევაში სადილსა და ვახშამზე ნებისმიერი რამის მირთმევა შეიძლება, მაგრამ ნორმის ფარგლებში. ამასთან აუცილებელია შემდეგი მოთხოვნების დაცვა:

1. 8 საათის შემდეგ ჭამისგან თავი უნდა შეიკავოთ. ვახშამზე დესერტის მირთმევაზე უარი უნდა თქვათ.

2. დასაძინელად უნდა დაწვეთ არაუგვიანეს ღამის 12 საათისა.

3. სუფრიდან ყოველი ადგომისას უნდა იყოთ მხოლოდ 80%-ით დანაყრებული.

4. დიეტის პროცესში უარი უნდა თქვათ რძის პროდუქტებსა და ალკოჰოლურ სასმელებზე. უნდა სვათ მხოლოდ და მხოლოდ ოთახის ტემპერატურის წყალი 30 წთ-ით დაშორებით ჭამამდე ან ჭამის შემდეგ.

5. დესერტი შეგიძლიათ მიირთვათ სადილის შემდეგ, მცირე რაოდენობით, არაუგვიანეს დღის 3 საათისა.

ბანანის დიეტის ვადები არ არის შეზღუდული.

დიეტის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ბანანი მდიდარია რეზისტენტული სახამებლით, რაც ანელებს ნახშირწყლების ათვისებას და იძლევა დანაყრების გრძნობას. ამასთან, ბანანი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

ბანანის დიეტისგან თავი უნდა შეიკავონ ადამიანებმა, რომლებსაც აღენიშნებათ შაქრიანი დიაბეტი ან კუჭ-ნაწლავის დაავადებები.


დიეტის წარმატება იმდენად დიდი იყო, რომ იაპონიის შემდეგ ამერიკაც "დაიპყრო" და თანდათან ევროპაშიც პოპულარული ხდება.

0
2623
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2623
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0