სხვა იერუსალიმში აღმოაჩინეს ადგილი,სადაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცნობილი სასამართლო გაიმართა 2015, 20 იანვარი, 9:55 არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ჰეროდეს სასახლის ნანგრევები, სადაც პონციუს პილატემ იესო ქრისტეს წინააღმდეგ სამართალი აღასრულა ადგილი, სადაც ყველაზე ცნობილი სასამართლო გაიმართა კაცობრიობის ისტორიაში აღმოჩენილი იქნა "დავითის კოშკის" მუზეუმის სიახლოვეს. გათხრები ჯერ კიდევ 15 წლის წინ დაიწყო იმ მიზნით, რომ გაფართოებულიყო მუზეუმი. სავარაუდოდ აღმოჩენილია სწორედ იმ დარბაზის ნანგრევები, სადაც პილატემ ქრისტეს განაჩენი, -ჯვარზე გაკვრა გამოუტანა. ისტორიკოსები და არქეოლოგები თითქმის 100%-ით დარწმუნებულები არიან, რომ იესოს სასამართლო ჰეროდეს სასახლეში რამდენიმე ათეული წლით ადრე გაიმართა, ვიდრე ეს ახალ აღთქმაშია აღწერილი. "რა თქმა უნდა, -მოჰყავს Independent-ს პროფესორ შიმონ გიბსონის სიტყვები, -არავითარი წარწერები არ არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ იესოს სასამართლო აქ გაიმართა, თუმცა ყველა არქეოლოგიური, ისტორიული თუ ბიბლიური წყაროები ზუსტად ამ ადგილს მიუთითებენ და ეს უფრო მეტ დამაჯერებელობას მატებს." მეცნიერებმა რა თქმა უნდა იცოდნენ, რომ მუზეუმის შენობის სიახლოვეს თურქების და ბრიტანელების ბატონობის პერიოდში ამ ადგილას ციხე იყო განთავსებული, თუმცა რაც იპოვეს მის ქვეშ, ეს უკვე დიდი აღმოჩენა გახლავთ. 83 5-ს მოსწონს
|