პოლიტიკა ერთი დედოფალი და თერთმეტი პრეზიდენტი 2015, 12 იანვარი, 13:55 მისი უდიდებულესობა ელისაბედ II ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა. ის ითვლება ყველაზე უხუცეს ბრიტანელ მონარქად და უკვე 63 წელია მართავს ქვეყანას. მასზე დიდხანს სახელმწიფოს მხოლოდ დედოფალი ვიქტორია მართავდა, მაგრამ ამ რეკორდის მოხსნას ელისაბედ II-ეს მხოლოდ ერთი წელი აშორებს. სავარაუდოდ, ერთი წლის შემდეგ ახლანდელი დედოფალი ორმაგ რეკორდს დაამყარებს - ის იქნება როგორც ყველაზე უხუცესი მმართველი ბრიტანეთის ისტორიაში, ასევე დედოფალი, რომელიც ყველაზე დიდხანს მართავდა ქვეყანას, მაგრამ ეს მომავლის საქმეა.
უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ თავისი მმართველობის 63 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში 11 პრეზიდენტი შეიცვალა და რა თქმა უნდა, დედოფალი ყველა მათგანს შეხვდა თუ ბევრჯერ არა, მინიმუმ ერთხელ მაინც. გთავაზობთ ფოტოგალერეას, რომელშიც ასახულია დედოფალ ელისაბედ II-ის შეხვედრის მომენტები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებთან სხვადასხვა წლებში. დედოფალი ელისაბედი და აშშ-ის პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი თეთრ სახლში გამართული ბანკეტის დროს, 1957 წლის 20 ოქტომბერი. დედოფალი ელისაბედი და პრინცი ფილიპი ბუკინგემის სასახლეში მასპინძლობენ აშშ-ის პრეზიდენტ ჯონ კენედის მეუღლესთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ლინდონ ჯონსონს – აშშ-ის 36-ე პრეზიდენტს, დედოფალი არასოდეს შეხვედრია. მათი არაოფიციალური შეხვედრა უნდა გამართულიყო ჯონ კენედის დაკრძალვაზე, მაგრამ ელისაბედმა ფეხმძიმობის გამო მასზე დასწრება ვერ შეძლო. ელისაბედ II და აშშ-ის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი ჩეკერსის რეზიდენციაში, 1970 წელი. დედოფალი პრეზიდენტ ჯერალდ ფორდთან ერთად თეთრ სახლში გამართულ მეჯლისზე, 1976 წლის 17 ივლისი. ინგლისის დედოფალი მეუღლესთან-პრინც ფილიპთან და აშშ-ის პრეზიდენტ ჯიმი კარტერთან ერთად ბუკინგემის სასახლეში, 1977 წლის 1 მაისი. ელისაბედ II და პრეზიდენტი რონალდ რეიგანი დედოფლის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე სან-ფრანცისკოში, 1983 წელი. ინგლისის დედოფალი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უფროსი გამოდიან თეთრი სახლიდან, 1991 წლის 15 მაისი. ელისაბედ II და პრეზიდენტი ბილ კლინტონი, 1994 წლის 12 ივნისი. დედოფალი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უმცროსი უინძორების სასახლეში, 2008 წლის 15 ივნისი. ინგლისი დედოფალი ელისაბედ II და აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა ბუკინგემის სასახლეში, 2011 წლის 24 მაისი. 167 11-ს მოსწონს
|