x
image
მანჩო 777
ათი სამეფო დინასტია, რომელიც ევროპის ქვეყნებს მართავს - ყველაზე წარჩინებულიდან ყველაზე მდაბიომდე
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყოველდღიურად გვესმის საუბარი დემოკრატიასა და საარჩევნო კანონების შესახებ, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია დინასტიური ტრადიციები. ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის სამეფო დინასტია ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ საკმაოდ ბევრი განმასხვავებელი ნიშანიც აქვთ.


image


მაშ ასე, მინდა წარმოგიდგინოთ ათი სამეფო დინასტია, რომელიც ევროპის ქვეყნებს მართავს - დაწყებული ყველაზე არისტოკრატიული ფესვებიდან, დამთავრებული ყველაზე მდაბიურით.


1. უინძორების დინასტია, დიდი ბრიტანეთი - ყველაზე ახალგაზრდა დინასტია



image


ბრიტანელი მონარქები გენეალოგიურად საქსენ-კობურგ-გოთას დინასტიის, უფრო ზუსტად - ვეტინების სამეფო სახლის წარმომადგენლები არიან, რომელთაც ფესვები ჰანოვერსა და საქსონიაში აქვთ. პირველი მსოფლიო ომის დროს მეფე გეორგ V-მ ჩათვალა, რომ გერმანული გვარი მისთვის შეურაცხმყოფელი იყო და 1917 წელს გამოსცა პროკლამაცია, რომლის მიხედვითაც ახალი, უინძორების სამეფო სახლის შთამომავლებად გამოცხადებული იქნენ ჰანოვერული დინასტიის წარმომადგენელი დედოფლის - ვიქტორიასა და პრინც ალბერტის შთამომავლები, ხოლო 1952 წელს დედოფალმა ელისაბედ II-მ თავის სასარგებლოდ სრულყო ეს დოკუმენტი, გამოაცხადა რა სამეფო სახლის წევრებად თავისი შთამომავლები, რომლებიც მამაკაცური ხაზით პრინც ალბერტის პირდაპირ მემკვიდრეებს არ წარმოადგენენ ანუ მარტივად რომ ვთქვათ, დე ფაქტო პრინცი ჩარლზი და მისი შთამომავლები ნორმალური მონარქიული გენეალოგიით უინძორების შთამომავლები არ არიან, რადგან დინასტია ელისაბედ II-თი წყდება. ისინი მიეკუთვნებიან ოლდენბურგის სამეფო სახლის გლიუქსბურგის საგვარეულო შტოს (რომლებიც მართავენ დანიასა და ნორვეგიას), რადგან ელისაბედ II-ის ქმარი პრინცი ფილიპე სწორედ იქედანაა.


2. ბერნადოტები, შვედეთი - ყველაზე რევოლუციური დინასტია


image


გასკონელი იურისტის ჟან-ბატისტ ბერნადოტის ვაჟმა სამხედრო კარიერა აირჩია და საფრანგეთის რევოლუციის დროს გენერლის წოდებამდეც კი მიაღწია, მაგრამ ნაპოლეონთან ურთიერთობა მან ვერა და ვერ დაალაგა იმის გამო, რომ ამბიციურ გასკონელს თავი მასზე უკეთეს მხედართმთავრად მიაჩნდა, თუმცა წარმატებით იბრძოდა იმპერატორის არმიაში. 1810 წელს შვედებმა მას შესთავაზეს გამხდარიყო მათი მეფის შვილობილი, რადგან შვედეთის მეფეს საკუთარი შვილები არ ჰყავდა. გასკონელმა მიიღი ლუთერანობა, რის შემდეგაც გახდა რეგენტი და სულ მალე შვედეთის ფაქტობრივი მმართველი. მან მოკავშირედ გაიხადა რუსეთი და საფრანგეთის წინააღმდეგ ბრძოლაში თავად სარდლობდა შვედების არმიას 1813-1814 წლებში. სხვათა შორის, შვედეთის ამჟამინდელი მონარქი კარლ XVI გუსტავი გარეგნულად ძალიან ჩამოჰგავს გასკონელს.


3. გლიუქსბურგები, შვედეთი, ნორვეგია - ყველაზე რუსული დინასტია


image


დინასტიის სრული დასახელებაა შლეზვინ-გოლშტეინ-ზონდერბურგ-გლიუქსბურგისა. თავად ისინი წარმოადგენენ ოლდენბურგის საგვარეულო შტოს, რომელსაც უამრავი განშტოება აქვს. ამ დინასტიის წარმომადგენლები მართავდნენ დანიას, ნორვეგიას, საბერძნეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს და რომანოვების გვარით-რუსეთსაც კი.

საქმე იმაშია, რომ რუსეთის მეფე პეტრე III და მისი შთამომავლები დინასტიის ყოველგვარი წესების დაცვით გლიუქსბურგები იყვნენ. დანიაში ამჟამად ტახტზეა გლიუქსბურგების წარმომადგენელი, მარგრეტე II, ხოლო ნორვეგიაში - ჰარალდ V.


4. საქსენ-კობურგ-გოთას დინასტია, გერმანია - ყველაზე დამთმობი დინასტია


image


საქსენ კობურგ-გოთის ჰერცოგების წარმომავლობა სათავეს ვეტინების უძველესი გერმანული სახლიდან იღებს. როგორც ეს მიღებული იყო XVIII-XIX საუკუნეებში, გერმანული სამეფო სახლის საგვარეულო შტოს წარმომადგენლები აქტიურად ღებულობდნენ მონაწილეობას საგვარეულო ქორწინებებში, ამიტომ მათი შთამომავლები გაბნეული იყვნენ ევროპის ბევრ ქვეყანაში-რუსეთში, შოტლანდიაში, ბრიტანეთში... ამ უკანასკნელში სწორედ საქსენ-კობურგ-გოთას წარმომადგენლებს უჭირავთ ამჟამად სამეფო ტახტი.


5. ორანების დინასტია, ნიდერლანდები - ხელისუფლების ყველაზე ნაკლებად მოყვარული დინასტია


image


სახელოვანი ვილჰელმ ორანელის შთამომავლებმა ნიდერლანდებში ძალაუფლება მხოლოდ ნაპოლეონის სრული განადგურების შემდეგ დაიბრუნეს, როცა ვენის კონგრესმა ამ ქვეყანაში მონარქიული მმართველობა დაადგინა. ნაკლებად ხელისუფლების მოყვარული ამ დინასტიას იმიტომ უწოდეს, რომ ბოლო სამმა დედოფალმა უარი თქვა სამეფო ტახტზე თავიანთი შთამომავლების სასარგებლოდ.


6. პარმელი ბურბონები, ლუქსემბურგი - ყველაზე ღარიბი დინასტია


image


თავის დროზე პარმელი ბურბონების დინასტია საკმაოდ გავლენიანი და პატივმოყვარე დინასტია გახლდათ იტალიაში, მაგრამ მან თითქმის ყველა ღირსება და პატივი დაკარგა XIX საუკუნის ბოლოს. ბურბონების ერთ-ერთი შთამომავალი ფენიქსი დაქორწინდა ლუქსემბურგის ჰერცოგინია შარლოტა ორანელზე, სწორედ ასე აღმოჩნდნენ პარმელი ბურბონები ევროპის ჯუჯა - სახელმწიფოს სათავეში. ისინი საკმაოდ წყნარ და მოკრძალებულ ცხოვრებას ეწევიან: ზრდიან ბავშვებს, უფრთხილდებიან ბუნებას და ინარჩუნებენ ლუქსემბურგულ ენას. "პური არსობისა"- ზე საზრუნავს მათ ავიწყებთ ამ ქვეყნის ოფშორულ ზონად დასახელება და იქ არსებული 200-ზე მეტი ბანკი.


7. ლიხტენშტეინების დინასტია, ლიხტენშტეინი - ყველაზე წარჩინებული დინასტია


image


მთელი თავისი მდიდარი ისტორიის მანძილზე (ლიხტენშტეინების სამეფო სახლი XII საუკუნიდანაა ცნობილი) ამ სახლის წარმომადგენელბი არასოდეს არ მიძვრებოდნენ დიდ პოლიტიკაში, რადგან კარგად იცოდნენ, რომ ამით შესაძლოა ყველაფერი დაეკარგათ. ისინი მოქმედებდნენ ფრთხილად, ყურადღებით, ქმნიდნენ სასარგებლო კავშირებს, ხშირად იცვლიდნენ რელიგიას-ხან ლუთერანობას მისდევდნენ, ხანაც კათოლიკობას უბრუნდებოდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის ეს ჯუჯა-სახელმწიფო ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის რაოდენობით მეორე ადგილზეა მსოფლიოში კატარის შემდეგ- 141 000 დოლარი წელიწადში და ეს ხდება არამარტო იმის გამო, რომ ლიხტენშტეინი წარმოადგენს საგადასახადო თავშესაფარს, სადაც სხვადასხვა ქვეყნების კომპანიები მალავენ გადასახადებს თავიანთი ქვეყნებიდან, არამედ იმიტომაც, რომ ეს პატარა სახელმწიფო მაღალგანვითარებული ტექნოლოგიებით ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.


8. გრიმალდები, მონაკო - ყველაზე უგვარო (მდაბიო) დინასტია


image


გრიმალდები-ერთ ერთია იმ ოთხი საგვარეულო შტოდან, რომლებიც გენუის რესპუბლიკას მართავდნენ. XII — XIV საუკუნეებში ამ ქვეყანაში გამუდმებული შეტაკებები და დაპირისპირებები იყო რომის პაპის და იმპერატორის მომხრეებს შორის, ამიტომ გრიმალდებს გამუდმებით უხდებოდათ ევროპის უახლოეს ქვეყნებში გაქცევა თავშესაფრის საძებნელად, სწორედ ასე აღმოჩნდნენ ისინი მონაკოში, უფრო სწორად, მათ ეს ქვეყანა თავიანთთვის იპოვეს.

მონაკოს ამჟამინდელი თავადი ალბერი და მისი დები გრაფ პოლინიაკის და თავად ლუი II-ის უკანონოდ შობილი ქალიშვილის შვილები არიან, მაგრამ ასეთი საეჭვო წარმომავლობა სულაც არ აწუხებს თავად ალბერს-ის მეტად მოკრძალებულ ცხოვრებას ეწევა და ხალხს ძალიან უყვარს.


9. ანდორელი თავადები-ურხელიის ეპისკოპოსები - ყველაზე ძველი დინასტია


image


1278 წლიდან მოყოლებული ანდორას ორი მმართველი ჰყავს - ურხელიის ეპისკოპოსი და კიდევ ვინმე საფრანგეთიდან - სულ პირველად ეს იყო გრაფი დე ფუა, შემდეგ - ნავარიის მეფეები, ამჟამად კი ქვეყნის პრეზიდენტი. ურხელიის, ან უფრო სწორედ, ურჟელიის ეპარქია VI საუკუნეში დაარსდა და სწორედ იქედან იღებს სათავეს ეპისკოპური შტო. ანდორის ამჟამინდელი თავადი - ეპისკოპოსი ჟან-ენრიკ-ვივეს-ე-სისილია თეოლოგი, მოქმედი მღვდელი და საზოგადო მოღვაწეა.



10. ესპანელი ბურბონები, ესპანეთი - ყველაზე განშტოებული დინასტია


image



ის, რომ ესპანელი ბურბონები ამ ბოლო დროს ყველაზე ხშირად ეხვევიან სკანდალში-ყველასათვის ცნობილია, მაგრამ ისინი სხვა რამითაც არიან განთქმული ევროპაში-ესაა ყველაზე განშტოებული დინასტია. მათ მთელი ექვსი შტო აქვთ, რომელთაგან ყველაზე ცნობილია კარლისტური. მას სათავე დაუდო ინფანტმა კარლოს უფროსმა. XIX საუკუნის დასაწყისში ის იყო ესპანეთის სამეფო ტახტის ყველაზე რეალური პრეტენდენტი, მაგრამ პრაგმატული მოსაზრებების გამო ფერდინანდ VII-მ სამეფო გვირგვინი თავის ქალიშვილს-იზაბელს გადასცა, ასე რომ კარლოსი თამაშგარეთ დარჩა.

კარლოსის ირგვლივ შეიკრიბა საკმაოდ ძლიერი პარტია, მან გაააჩაღა ორი ომი, რომლებიც კარლისტური ომების სახელწოდებითაა ცნობილი (მესამე ომი უკვე მისმა შვილიშვილმა-კარლოს უმცროსმა წამოიწყო), თუმცა ამ ომებს შედეგი არ მოჰყოლია. კარლისტური მოძრაობა ესპანეთში 1970-იან წლებამდე გრძელდებოდა, ფორმალურად ის დღესაც არსებობს, თუმცა პოლიტიკაზე არანაირ გავლენას არ ახდენს.


2
887
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
887
  
2016, 29 მარტი, 20:10
იმედია სხვებსაც დააინტერესებს :)
2016, 29 მარტი, 20:08
საინტერესოა....
0 1 2