შოუბიზნესი ემიგრანტი მომღერლების გზავნილი მსოფლიოს ქართველობას 2015, 8 იანვარი, 21:26 ახალს არაფერს ვიტყვით, უბრალოდ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ ქართველი მომღერლები რომლებიც წლებია საქართველოს საზღვრებსგარეთ მოღვაწეობენ, უფრო და უფრო მრავლდებიან, მაგრამ - სამწუხაროდ პირდაპირი გაგებით, რადგან მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, დაწყებული იმ დღიდან, რა დღესაც მაგალითად სოსო პავლიაშვილმა (უკვე საქართველოს მოღალატედ შერასხულმა მომღერალმა) გადაწყვიტა საკუთარი თავისთვის, მომავლისთვის და კარიერისთვის ეშველა და თავი დიდ რუსეთს, მოსკოვს შეაფარა...
რამდენიმე დღის უკან საქართველოში დროებით დაბრუნებულმა თემურ თათარაშვილმა, ზურა დოიჯაშვილმა, მამუკა ონაშვილმა, გიგა კვენეტაძემ, აჩიკო ცანკაშვილმა, აჩიკო ფურცელაძემ და ებრაელმა მომღერალმა ანგელინა კაპლანი, ნანა ცინცაძის ტექსტზე შექმნილი მუსიკისთვის, მაღალი ხარისხის კლიპი გადაიღეს, რომელიც რა გასაკვირია, რომ სწორედ ქართველების მოფერებაზე და სიყვარულზეა, - როგორც „ვარსკვლავებმა“ ექსკლუზიურად გაარკვია კლიპის გადაღებები უკვე მორჩა, უძვირფასესი ტექნიკური საშუალებები, კადრები ვერტმფრენებიდან, უმაღლესი ხარისხი და ა.შ., გადაღებული მასალა სამონტაჟოდ აშშ-ში გაიგზავნება და ის, დაახლოებით ერთ თვეში ქართულ ტელე-სივრცეშიც გამოჩნდება, ჯერ ექსკლუზიურად ალბათ, რომელიმე პოპ-ტელე-შოუში და შემდეგ მას, მთელი მსოფლიოს ქართველობაც იხილავს. 305 4-ს მოსწონს
|