სხვა ძალიან საინტერესო ფაქტები სიღარიბის შესახებ 2015, 7 იანვარი, 3:40 სიღარიბე ეს არის ნორმალურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების უუნარობა, რადგან ასეთ ცხოვრებაში ჩართვის საშუალებას ფინანსური რესურსების ფლობა იძლევა. სიღარიბეს ასევე განმარტავენ უფრო არამატერიალისტური ხედვითაც, მაგ: როდესაც ადამიანს არ აქვს გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის საშუალება, როდესაც ხელყოფენ ადამიანურ ღირსებას და ასევე, როდესაც ადამიანი განიცდის ძალაუფლების ნაკლებობას. 1) 20, 000 ბავშვი იღუპება მსოფლიოში ყოველდღე სიღარიბის გამო. 2) იცით თუ არა, რომ თითქმის 1 მილიარდი ადამიანი დაწვება დასაძინებლად ამაღამ მშიერი. 3) 80% კაცობრიობისა ცხოვრობს 10 $-ით დღეში. 4) ბილ გეიტსის თქმით, 2035 წელს, მსოფლიოში ღარიბი ქვეყნები თითქმის აღარ დარჩება. 5) ჩინეთში 100 მილიონი ადამიანი ცხოვრობს 1 $-ზე ნაკლებით დღეში. 6) 1 მილიარდი ადამიანი მაინც მოისაქმებს ღია გარემოში, საპირფარეშოს არარსებობის გამო. 7) უღარიბესი ადგილი აშშ-ში არის ალენი, სამხრეთ დაკოტაში, სადაც 96% მკვიდრი ამერიკელი მოსახლეა. 8) სილვესტერ სტალონე ისეთი ღარიბი იყო, რომ მან გაყიდა თავისი ძაღლი 50 $-ად. ერთი კვირის შემდეგ კი, მან გაყიდა სცენარი “როკი'' და შეიძინა თავისი ძაღლი ახლა უკვე 3, 000 $-ად. 9) პიკასო იმდენად ღარიბი იყო, რომ დაწვა თავისი ყველაზე ადრეული ნახატი, რათა შეენარჩუნებინა სითბო მის ბინაში . 10) ჩინეთში, 35 მილიონზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ ცხოვრობს გამოქვაბულში. 678 14-ს მოსწონს
|