x
image
natia.a
აფხაზეთის ომის უნიკალური ვიდეოკადრები: საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული უკრაინელი მებრძოლის მამის მიერ დადებული ფიცი (ვიდეო)

imageyoutube-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელზეც აფხაზეთის ომის უნიკალური კადრებია ასახული. ვიდეო "პიონერფილმის" ხელმძღვანელს, გრიგოლ ჩიგოგიძესა და ვახტანგ სამადაშვილს ეკუთვნით, რომლებიც 1992 წელს საომარ ზონაში იმყოფებოდნენ.
კადრში ჩანან უკრაინელი მებრძოლები, რომლებიც საქართველოს ერთიანობისთვის იბრძოდნენ 90-იან წლებში. ვიდეოზე ასახულია დაღუპული უკრაინელების დაკრძალვა. ერთ-ერთი მათგანის, 19 წლის ლიონია ობუხის მამა შვილის კუბოსთან შურისძიების პირობას დებს.


კადრებში ჩანან 1993 წლის 27 სექტემბერს დახვრეტილი ჟიული შარტავა და სოხუმის მერი გურამ გაბისკირია. ასევე უნსოს ლიდერები უკრაინული ნაციონალიზმის მიმდევრები დმიტრო კორჩინსკი, ვალერი ბობროვიჩი და იგორ მაზური. დღეს მოქმედი მოხალისეთა ბატალიონების უმეტესობა სწორედ უნსოს იდეოლოგიით ებრძვის მტერს ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში.

ავტორები ყველას მიმართავენ, რომ გააზიარონ ვიდეომასალა, რათა თითოეულმა ქართველმა ნახოს ეს ვიდეო და განსაკუთრებით მათ ვინც ამბობს ქართველები უკრაინაში არ უნდა იბრძოდნენო.








0
179
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0