ფოტოგრაფია საინტერესო ექსპერიმენტი:ერთი ოჯახის შვიდი თაობა ერთ სახეში 2015, 6 იანვარი, 15:40 ამერიკელმა მხატვარმა და ფოტოგრაფმა კრისტინა მაკონელიმ(Christine H. McConnell)მიიღო მონაწილეობა საინტერესო ექსპერიმენტულ ფოტოსესიაში, რის მიხედვითაც ქალმა შექმნა თავის ოჯახის 7 თაობის ფოტოსესია დედის მხრიდან.თითქმის 2 საუკუნოვანი ისტორია.
კრისტინა შეეცადა აღედგინა წინაპრების ფოტოები მაქსიმალურად ზუსტად ისე, როგორც გამოიყურებოდნენ ისინი სურათზე. შეენარჩუნებინა მათი გამოხედვა, თავის მდგომარეობა, ტანსაცმელი და განწყობაც კი. სურათების ნახვისას ადვილად შეამჩნევთ, თუ როგორ გვანან ქალები ერთმანეთს..მიუხედავად იმისა, რომ მათ 7 თაობა აშორებს ერთმანეთს. 1-მარტა -ბებიის ბებიის დედა-1821 წელი. 2-ჯეინი -ბებიის ბებია 1858წ. 3-ეტი მეი -დიდი ბებია-1898წ. 4-მილდრედი -ბებია, 1928 წელი 5-კეტრინის დედა 1957წ. 6-კრისტინა -1981 წელი. 7-კრისტინას ქალიშვილი ტრიგერი-დღევანდელი დრო. 418 8-ს მოსწონს
|