კაბები ტოპ საუკეთესო მოდური ტენდენციები მომავალ 2015 წელს ( + ვიდეო ) 2015, 5 იანვარი, 13:12 2015 წელს ყველაზე პოპულარული იქნება აქ წარმოდგენილი საუკეთესო მოდის ტენდენციები, მათ შორის: მორგებული ქურთუკები და ჟაკეტები, დიდი, თამამი ყვავილებიანი კაბები, სამხედრო და საზღვაო სტილის, ასევე ღია ვარდისფერი კაბები, გაბედული და მოზრდილი ზომის კოპლები და ეს ყოველივე ამ წლის პოპულარულ სტილად ჩაითვლება.
რას თავაზობს მოდური სამყარო 2015 წლისთვის ქალბატონებს?
ერთ - ერთი ყველაზე იოლი და მოხერხებული გაზაფხული - ზაფხულის სეზონში სამხედრო ფერებში გადაწყვეტილი კაბები გამოიყურება, რომელიც სიმშვიდის სინონიმად არის ცნობილი მოდურ ინდუსტრიაში.
გაზაფხული - ზაფხულის მომავალ სეზონში არსებობს სიჭარბე მუქი ლურჯი, წითელი და თეთრი ზოლებიანი ფერების, რაც შეეხება კაბების სიგრძეს, სასურველია მუხლებამდე და მნიშვნელობა ენიჭება აქსესუარებს, სადაც უნდა დომინირებდეს კაბის ფერები.
ამ სეზონზე უზარმაზარი აქცენტი გაკეთდება ყვავილებიან კაბებზე, სადაც მოდის მიმდევრები უპირატესობას ვარდისფერს და წითელს ანიჭებენ. როგორც წყარო წერს, ეს იქნება გასული საუკუნის 60 - იანი ნდა 70 - იანი წლების მოდის განმეორება.საინტერესო და მომხიბლავი იქნება გაბედული კოპლები, ქალის დახვეწილი კლასიკური სტილი, გიგანტური მონოქრონული ლაქები ანუ კოპლები, დიდი და საშუალო ზომის ან კიდევ პატარა კოპლებიანი კაბები. ამ სტილს ისეთი ცნობილი ბრენდები სთავაზობენ მომხმარებელს, როგორებიცაა: "Dolce & Gabbana and Ralph Lauren". ბოლოს კი ინდივიდუალური მორგებული სტილი, რომელზეც ყველაზე დიდი აქცენტები კეთდება ყოველწლიურად.. შავი და თეთრი იმდენად კარგად შეეფერება ერთმანეთს, აქაც წინა წლების "Monochrome magic" სტილს ანიჭებენ უპირატესობას. 396 9-ს მოსწონს
|