x
image
მანჩო 777
ყველაზე შემზარავი და საშინელი მარშრუტი მსოფლიოში
ეს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და სახიფათო ადგილია დედამიწაზე-ადგილი, რომელიც ძარღვებში სისხლს უყინავს მას, ვისაც სიმაღლის შიში აქვს. საუბარია ჩინეთში, ქალაქ სიანის ახლომდებარე მთა ხუაშანზე არსებულ ექსტრემალების მარშრუტზე. მთის ფერდობზე გაყვანილია მსოფლიოში ყველაზე საშიში გზა, რომელსაც მწვერვალისაკენ მივყავართ. ბილიკი, რომელსაც მხოლოდ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ " გზა", გაბედულ და მამაც ექსტრემალებს უამრავ სიურპრიზს ჰპირდება...და მაინც, ამის სიტყვებით გადმოცემა რთულია, უფრო კარგად მის შემზარაობაზე ეს ფოტოსურათები მეტყველებენ.



გზა აი, ასეთი ციცაბო კიბით იწყება


image



მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია და გზის ყველაზე მსუბუქი მონაკვეთი



imageimage

პეიზაჟები, რომლებსაც ამ ექტრემალური გასეირნების დროს იხილავთ, საოცრად ლამაზია


image


ქვის კიბეებს მოჰყვება საბაგირო გზა, რომელსაც მეორე მწვერვალზე გადაჰყავხართ..სწორედ აქედან იწყება ნამდვილი სიგიჟე


image


გაბედულ ადამიანებს აი ეს ელოდებათ


imageimageimage

აქ არ არის არავითარი დაზღვევა და ბაგირები, რომ უფსკრულში გადავარდნისაგან დაგიცვათ


image


თუ ეს გზა მშვიდობით გაიარეთ, წინ გაცილებით უარესი განსაცდელი გელოდებათ. ამ ჯაჭვების დახმარებით ახლა უკვე კლდეზე მოგიწევთ ცოცვა


image


ნახეთ, რა საოცარია და ძრწოლისმომგვრელი აქ ყველაფერი


imageimageimageimage

და აი ჯილდო, რომელიც თქვენ ამ რთული გზის დაძლევის შედეგად გერგოთ: დაოსური ტაძარი, რომელიც ჩაის სახლის როლს ასრულებს


image


დასვენების და უგემრიელესი ჩაის მირთმევის დროს თავიდან არ გშორდებათ ფიქრი, რომ უკან დასაბრუნებლად ეს გზა თავიდან უნდა გაიაროთ, თან გაითვალისწინეთ, რომ დაშვება გაცილებით სახიფათოა, ვიდრე ასვლა


image


სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ, ექსტრემის მოყვარულებო!!!



5
1251
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1251
  
2019, 25 მარტი, 14:42
ასვლა კოშმარია აი ჩასვლა კი ჯოჯოხეთზე ჯოჯოხეთი იქნება
ერთი პატარა შეცდომაც და ადამიანი მკვდარი იქნება
2015, 8 მარტი, 17:40
არც მე :D
2015, 8 მარტი, 17:34
მადლობა, მაგრამ არც ასეთი სიამოვნება და ექსტრემი მინდა :))
2015, 21 თებერვალი, 15:15
ძალიან.. მხოლოდ არა ჩემთვის :)
0 1 5