x
image
მანჩო 777
ათი გზა, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გაიარო
ჩვენ უკვე დიდი ხანია მივეჩვიეთ კომფორტულად მოგზაურობას სწრაფი თვითმფრინავების, ფეშენებელური სასტუმროებისა და კეთილმოწყობილი კოტეჯების ფონზე, მაგრამ ნამდვილი მოგზაურები სულ სხვა გზას ირჩევენ: ზურგზე ზურგჩანთითა და კარვებით, ხოლო ხელში რუკითა და კომპასით. მხოლოდ ამგვარად შეიძლება შეიცნო უცხო მხარე, გამოსცადო საკუთარი ძალები და მთელი არსებით შეიგრძნო, რომ დედამიწის შვილი ხარ!

ეს პოსტი სწორედ ასეთ, სულით მოგზაურებს ეძღვნება. მათ მინდა შევთავაზო ათი გასაოცარი, დაუვიწყარი მარშრუტი, რომელთა გადალახვა, სირთულეების მიუხედავად, მთელი სიამოვნებაა.


1. ცისკენ მიმავალი კიბე, ჰავაი



image

ჰაიკუს ბილიკი, რომელსაც მეორენაირად "ცისკენ მიმავალ კიბეს" უწოდებენ, ჰავაის კუნძულ ოახუზე მდებარე 4000 საფეხურისაგან შემდგარი საკულტო ექსტრემალური მარშრუტია. ის ამერიკელმა სამხედროებმა ააგეს მეორე მსოფლიო ომის დროს, რომ მთის წვეროებზე განლაგებულ ანტენებსა და რადარებამდე მიეღწიათ. ადგილობროვი ხელისუფლება დროდადრო კეტავს ამ მარშრუტს უსაფრთხოების მიზნით, მაგრამ მასზე ასვლის მსურველი უფრო და უფრო მეტია. თუ ამ კიბეზე ასვლას გადაწყვეტთ, ერთი რამ დაიმახსოვრეთ: ზემოთ ასვლის დროს სჯობს დაბლა არ გადმოიხედოთ.


2. მომლოცველების გზა სიკოკუზე, იაპონია


image

კუნძულ სიკოკუზე ძველი იაპონიის ხიბლი ხელუხლებლადაა შემონახული, ამიტომ გზაზე, რომელიც მთელ კუნძულს ჭრის, დადიან არამარტო მომლოცველები, არამედ ტურისტების უამრავი ჯგუფიც. მარშრუტის ბოლომდე გავლას ორი თვე ჭირდება და ამ დროის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ 88 ბუდისტური მონასტერი და ულამაზესი იაპონური ბაღები.


3. ინკების გზა, პერუ


image

ინკების მიერ აგებულმა უძველესმა გზამ თითქმის ექვს ასეულ წელს გაუძლო, დღეს კი ამ გზაზე გიდებს დაჰყავთ ტურისტები. გზა ხან ჯუნგლებში გადის, ხან მთების ფრიალო ფერდობებზე, ხოლო მას, ვინც გაუძლებს და ამ რთულ მარშრუტს ბოლომდე მიჰყვება, მის დასასრულს საოცარი სიურპრიზი ელოდება- ინკების იმპერიის უძველესი წმინდა ქალაქი მაჩუ-პიკჩუ.


4. სარეკის ეროვნული პარკი, შვედეთი


image

ლაპლანდია-თოვლის დედოფლისა და სანტა კლაუსის სამშობლო, სულაც არაა გამოგონილი ზღაპარი, მაგრამ ბუნება აქ მართლაც რომ ზღაპრულია. ჩრდილოეთის მკაცრი ბუნების სილამაზის შეცნობა თქვენ შეგიძლიათ სარეკის ნაციონალური პარკის მონახულებით. მოგზაურებს აქ ელოდებათ შვედეთის ყველაზე მაღალი მთები, გაყინული მდინარეები, ულამაზესი მყინვარები, ჩრდილოეთის ციალი და თავისუფლების არაჩვეულებრივი შეგრძნება.


5. ლიკიის ბილიკი, თურქეთი


image

ამ მარშრუტის დახასიათება ასე შეიძლება ორიოდე სიტყვით:" აქ ყველაფერია". ლიკიის ბილიკი თურქეთის ულამაზეს ბუნებას მთელი სისრულით გიჩვენებთ: ლაჟვარდისფერი ტბებიდან კლდეებში გამოკვეთილ სამარხებამდე, რომლებიც 3000 წლის წინ ანტიკური ქალაქის ლიკიის მცხოვრებლებმა დაგვიტოვეს.


6. ცეცხლების ყურე, ავსტრალია


image

ცეცხლების ყურემ ეს უცნაური სახელწოდება სანაპიროზე მდებარე კლდეების უჩვეულო ფერის გამო მიიღო. ეს ფერი კი განპირობებულია მეწამული ფერის ხავსით. ოთხდღიანი მარშრუტი პირდაპირ ოკეანის სანაპიროს მიჰყვება და თვალწინ გიშლით საოცარ ხედებს, რომლებსაც სხვაგან ვერსად ნახავთ: თოვლივით თეთრი ქვიშა, უზარმაზარი ნარინჯისფერი ლოდები და რა თქმა უნდა, ლაჟვარდოვანი ოკეანე.


7. საცალფეხო ბილიკი, ავსტრალია


image

ცნობილი ავსტრალიური მარშრუტი გადის კუნძულ ტასმანიის ულამაზესი სანაპიროს გასწვრივ და თვალწინ გადაგიშლით მშვენიერ ხედებს ულამაზეს მთის მწვერვალების, ხავერდოვანი მდელოების და კამკამა ცისფერი ტბებისა. იქედნეები, კენგურუები და სხვა ეგზოტუკური ცხოველები მარშრუტს ბონუსად მოყვება.


8. წმინდა იაკობის გზა, ესპანეთი


image

ამ ბილიკზე შუა საუკუნეებში მომლოცველები დადიოდნენ, რათა თაყვანი ეცათ ესპანეთი მფარველის-წმინდა იაკობის საფლავისათვის. დღეს ეს მარშრუტი ისევ პოპულარულია და ამაში დიდი წვლილი პაოლო კოელიოს და მის შესანიშნავ ნაწარმოებს "მოგვის დღიურებს" მიუძღვის. დღეს ამ ბილიკზე დადიან არამარტო მომლოცველები, არამედ ადამიანები, რომლებსაც სწყურიათ საკუთარი თავის შეცნობა. სიმბოლურად ეს ხომ ცისკენ მიმავალი გზაა. ტურისტები, რომლებიც აქ მოგზაურობენ, გზის დასასრულს ხშირად იკეთებენ ტატუირებას-ნიჟარას, რომელიც იაკობის გზის სიმბოლოდ ითვლება.


9. ზიონის ნაციონალური პარკი, აშშ


image

ზიონი-კლდეებისა და ქვის პლატოების ერთობლიობაა, რომელიც დასერილია ღრმა კანიონებითა და გასაოცარი ბუნებრივი გვირაბებით და ეს ყველაფერი "შეღებილია'' გასაოცარ ფერებში: ვარდისფრად, ნარინჯისფრად, წითლად, ზურმუხტისფრად და ლურჯად. ამ ფანტასტიკურ ადგილას ყოფნისას ძნელია წარმოიდგინო, რომ დედამიწაზე ხარ.


10. საცალფეხო ბილიკი ანაპურნის გარშემო, ნეპალი


image

ანაპურნის მთების მასივის გარშემო მოგზაურობა გულგრილს არავის ტოვებს. ნეპალი - ეს ხომ მსოფლიოში ყევლაზე მაღალი და დიდებული მთები, ყველაზე ღრმა ხეობები და მიუვალ მთებში ჩაკარგული ბუდისტური მონასტრებია.

1
822
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
822
  
2015, 25 ივლისი, 16:23
Intermediaze "nashovni" fuli wavidet :D:D:D:D:D:D:D:D:D
0 1 1