დიეტოლოგია დიეტა და ცნობილები, ანუ დაიკელი ცნობილების მაგალითზე 2015, 4 იანვარი, 16:13 ![]() ცნობილი ადამიანები მუდამ ყურადღების ცენტრში არიან და ცდილობენ მუდამ კარგ ფორმაშიც იყვნენ. ზედმეტი კილოგრამები კი არამარტო ცნობილებს, არამედ ჩვეულებრივ მოკვდავებსაც გვანაღვლებს. მაშ ასე, წარმოგიდგენთ ცნობილ ქართველებს და მათი წონის საიდუმლოს. ![]() ![]() ![]() პუტკუნა ლელა წურწუმია კი ალბათ არავის გემახსოვრებათ. მომღერალი ხომ ყოველთვის უზადოდ გამოიყურება. ლელა წონას მუდმივად აკონტროლებს და პერიოდულად დიეტაზეც დგება. მომღერალი დიეტის დროს თითქმის სულ შიმშილობს, ყავასა და ჩაის კი რაციონიდან არასდროს იღებს. ![]() მშობიარობის შემდეგ ზედმეტი კილოგრამები თიკა ჯამბურიას ტკივილად იქცა. მომღერალმა კი შეძლო, რომ 12 კილოგრამი დაეკლო. თიკას ამ ყველაფრისათვის დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია. მომღერალი ჯანსაღ კვებაზე გადაერთო ყოველ საღამოს სეირნობდა და დღის მანძილზეც ბევრს მოძრაობდა. ![]() ნანუკა ჟორჟოლიანი უკვე წლებია ზედმეტ კილოგრამებს ებრძვის. ჟურნალისტმა არაერთი დიეტა სცადა. ბოლო თვეებია კი უკვე საგრძნობლად დაიკლო და წონასაც ინარჩუნებს. ნანუკმ ბრინჯის 10 დღიანი დიეტა დაიცვა. მოხარშული ბრინჯის, მაწონისა და მასაჟის წყალობით ნანუკამ შესამჩნევად მოიკლო წონაში. 2346 5-ს მოსწონს
|