სხვა ამერიკაში კატაფალკა მიცვალებულთან ერთად გაიტაცეს 2014, 30 დეკემბერი, 19:14 შემთხვევა სამხრეთ ლოს-ანჯელესში მოხდა.
პასტორმა კენეტ ლიტლმა((Kenneth Little)ეკლესიასთან მდგარ კატაფალკიდან ყვავილები გადმოიღო და ეკლესიაში შეიტანა. ხუთიოდე წუთიც არ იყო გასული, რომ უკან მობრუნდა და ადგილზე აღარც მანქანა დახვდა და აღარც მიცვალებული, 19 წლის ჯონტე ლი რიდი( (Jonte Lee Reed) . მღვდელმა მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას და ნათესავებს შეატყობინა, რომლებიც უკვე დაკრძალვის ცერემონიისთვის ემზადებოდნენ და ეკლესიას უახლოვდებოდნენ. მიცვალებულის ნათესავები გამტაცებელს გაეკიდნენ, დაეწივნენ და აიძულეს მანქანა გაეჩერებინა. მოსულმა პოლიციელებმა გამტაცებელი ძლივს გააგდებინეს ხელიდან ნათესავებს. დამნაშავეზე სისხლის სამართლი საქმე აღიძრა, ამის გარდა მას ფსიქიკური შემოწმებაც ჩაუტარდება. პასტორის ცოლმა აღნიშნა, რომ ამ ეკლესიის მრევლის 75 წლიანი ისტორიის მანძილზე ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა. 49 3-ს მოსწონს
|