ლეონარდო და ვინჩი, "საიდუმლო სერობა", 1495-1498.
ცნობილია, რომ თავის შედევრზე მუშაობისას ლეონარდო და ვინჩი განსაკუთრებულ მნიშვნელოვას ანიჭებდა ორ ფუგურას: ქრისტესა და იუდას. ამიტომ დიდი ხნის მანძილზე აღჩევდა მათთვის მენატურეებს. პირველად მოდელის შერჩევა ქრისტეს ფიგურისთვის შეძლო: ეს აღმოჩნდა ახალგაზრდა მომღერალი ბიჭი.
იუდასთვის კი მენატურის მოძებნა გაცილებით ძნელი აღმოჩნდა და ამ პროცესმა სამი წელი გასტანა. ერთ დღესაც მხატვარი ქუჩაში ჩაძინებულ ბინძურ ლოთს გადააწყდა. მიუხედავად მისი ახალგაზრდა ასაკისა, ზედმეტ ალკოჰოლს თავისი დაღი ჰქონდა დასმული და ლოთი მოხუცად გამოიყურებოდა. ლეონარდომ ჯერ კიდევ მთვრალი მაწანწალა მენატურედ მიიწვია და იმავე დღეს შეუდგა იუდას ხატვას.
მოგვიანებით, როცა ლოთი გამოფხიზლდა, გაიხსენა, რომ ერთხელ უკვე იყო და ვინჩის მენატურე. რამდენიმე წლის წინ, როცა ტაძრის მგალობელთა გუნდში მღეროდა, მხატვარმა მისგან ქრისტეს სახე დახატა...