იტალიის ერთ-ერთ ცირკში ძაღლებს პანდებად ასაღებდნენ
2014, 25 დეკემბერი, 13:10
ცირკის მფლობელი ძაღლებს პანდებად ასაღებდა.პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა და ცირკი დახურა.
როგორც იტალიური გაზეთ Corriere della Sierra იუწყება, ცირკის ხელმძღვანელმა, რომელიც ქალაქ ბრეშიას მახლობლად მდებარეობდა, უნგრეთიდან იმპორტირებულ დედალ-მამალ თეთრი ფერის ჩაუ ჩაუს ყურები და ზურგი შავად შეუღება და პანდებად ასაღებდა. ასეულობით ადამიანი 6 თვის განმავლობაში ფულს იხდიდა იმისთვის, რომ სიმპატიურ "პანდებთან" სურათი გადაეღოთ.
საქმე მას შემდეგ გასკდა, როდესაც ერთ-ერთი დამთვალიერებელი პანდების ნამდვილობაში სერიოზულად დაეჭვდა.
კერძო ცირკს ბრალად ედება თაღლითობა და ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა.