x
image
ნინონი79
მყვინთავებმა ხმელთაშუა ზღვის სიღრმეში დაკარგული ქალაქი - ტონიკ ჰერაკლეონი იპოვეს
2000 წელს წყალქვეშა არქეოლოგმა ფრანკ გოდიომ, ატლანტიდის ძიებაში ზღვის ფსკერზე რაღაც გრანდიოზულს მიაგნო. ეს პტოლემეების დაკარგული ქალაქი - ტონის-ჰერაკლეონია, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სიღრმეში, აბუ-ქირის ყურეში მდებარეობდა.image

დაკარგული ქალაქი 10 მეტრის სიღრმეში იპოვეს, 6, 5 კმ-ის დაშორებით თანამედროვე ქალაქ ალექსანდრიიდან.

ჩვ. წ. აღ-მდე VIII საუკუნეში დაარსებული ქალაქი, დამაკავშირებელი სავაჭრო ცენტრი იყო ეგვიპტესა და სხვა სახელმწიფოებს შორის.image

ერთ-ერთი ვერსიით, ჰერაკლეონე - ელინისტური სახელწოდებაა და "ილიადაში" ამ ქალაქს ტანოსი ეწოდება, სადაც იმალებოდნენ პარისი და ტროელი ელენე.


ასევე, ქალაქ ჰერაკლეონში ეკურთხა დედოფლად კლეოპატრა.image

ახალი წელთაღრიცხვით VIII საუკუნის ბოლოს კი ქალაქი თავისი უნიკალური ძეგლებით მოსახელობასთან ერთად ჩაიძირა. მკვლევარები ბუნებრივი კატასტროფების სხვადასხვა ვერსიებს ვარაუდობენ. ერთი ვერსიით, ქალაქი მიწისძვრის შედეგად ჩაიძირა, მეორე ვერსიით კი წყალმოვარდნის მიზეზით, რომლის დროსაც ძლიერ ტალღებს ვერ გაუძლო ჭაობიანმა მიწის ზედაპირმა და ქალაქი ნელ-ნელა, ეტაპობრივად ჩაიძირა.imageimageimage


სავარაუდოდ, ქალაქის ცენტრში მდებარეობდა ჰერკულესის ტაძარი, რომელიც მოხსენიერულია ძველი ბერძენი ისტორიკოსის მიერ, რომელმაც დალაშქრა ელინისტური ეგვიპტე ჩვ. წ. აღ-მდე 450 წელს.image


ზღვის ფსკერზე აღმოჩენილმა არტეფაქტებმა მოლოდინს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, ნივთები 2 000 წელი ფსკერზე იმყოფებოდა, არ დაუკარგავთ პირვანდელი სახე.

imageimageimage


ამჯერად შეისწავლიან იდუმალებით მოცულ უამრავ აღმოჩენილ არტეფაქტს. ნაპოვნია გემის ნარჩენები, ასევე რელიგიის მნიშვნელობის არტეფაქტები, მათ შორისაა 5 მეტრიანი ქანდაკება, რომელიც სავარაუდოდ ქალაქის ცენტრალურ ტაძარს ამშვენებდა, ასევე კირქვის სარკოფაგები, რომელშიც მუმიფიცირებული ცხოველები ინახებოდა.imageimage აღმოჩენილია სქელი ქვის კედლები, მათ გვერდით კი სამი უზარმაზარი ქანდაკება, შექმნილი ვარდისფერი გრანიტისგან. მეცნიერების დასკვნით, ორი მათგანი უცნობი ფარაონის და მისი მეუღლის ქანდაკებაა, მესამე კი ეგვიპტური ღმერთის-ჰაპის ფიგურაა. image
ფსკერზე იპოვეს ასევე ვარდისფერი გრანიტის გრავიურებიანი დაფა. ძალიან დიდ ინტერესს იწვევს უზარმაზარი შავი გრანიტის სტელა, რომლის მსგავსი 1899 წელს ეგვიპტის ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი. ეს ასლის პირველი შემთხვევაა ეგვიპტის არქეოლოგიაში.

ზღვიდან ამოღებული არტეფაქტები 1%-ს შეადგენს, უამრავი მასალა ჯერ კიდევ ფსკერზეა. არტეფაქტების აღმოჩენა-შესწავლა დღემდე გრძელდება.image


image
ტონის-ჰერაკლეონის აღმოჩენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მსოფლიო ისტორიასა და არქეოლოგიაში.


http://youtu.be/6n5Bb_UOS4I

http://youtu.be/jQez7ojgQDk







6
603
10-ს მოსწონს
ავტორი:ნინონი79
ნინონი79
603
  
2014, 26 დეკემბერი, 23:20
მთლად ასეც არაა. შთაბეჭდილება მრჩება,რომ მილიარდერებმა ბევრად მეტი იციან დედამიწის წარსულის შესახებ, მეტიც, არა მარტო დედამიწის, მთვარის და მარსის შესახებ და მანდ ბაზებიც გააჩნიათ ;) და რატომ არ ამხელენ? უბრალოდ იმიტომ, რომ მათI გადმოსახედიდან ღარიბ მოქალაქეებს არაფრად აგდებენ. პირიქით, ურჩევნიათ ბნელი მოსახლეობა იმისთვის, რომ უკეთ მართონ... შორს წავედი არტეფაქტების თემიდან, მაგრამ ასეა. მსოფლიო პოლიტიკას, ნებისმიერ სახელმწიფოს მილიარდერები განაგებენ და არა პრეზიდენტები ;) ნებისმიერი არქეოლოგიური აღმოჩენის შესახებ სიახლე პირველ რიგში მათთან მიდის, მხოლოდ ამის შემდეგ ახმოვანებენ, თანაც 1 %-ს... ნუ ეს ჩემი აზრია...
2014, 26 დეკემბერი, 21:31
არაფერს :) კი ეს ფაქტორიც მუშაობს მაგრამ თუ მეცნიერება მოინდომებს მართველი ვერაფერს გახდება რადგან დამოუკიდებელი მეცნიერი თუ საკუთარი ხარჯებით რაიმეს აღმოაჩენს ის ხარჯი რომელსაც მან გაიღებს მხოლოდ 60 % უბრუნდება და + აღიარება მაგრამ როგორც სჩანს სახელს ფული ურჩევნიათ :D:D:D სახელმწიფოს კი ფულის დახარჯვა არ სურს რადგან სახელის გარდა არაფერი რჩება :) მაგრამ იმაზე არ ფიქრობენ თუ ეს ახალი აღმოჩენა რადენ სასახელო და რაოდენ მომგებიანია მოგება წარმომიდგენია ტურისტული განვითარების მხრიდან
2014, 26 დეკემბერი, 21:23
მადლობა შეფასებისთვის :) ... მეც ასე ვფიქრობ. ან მსოფლიოს მმართველებმა იციან ბევრი საიდუმლო და ურჩევნიათ საზოგადოებამ არ იცოდეს. იმიტომ, რომ უფრო მოგებულნი რჩებიან ;)
2014, 26 დეკემბერი, 20:38
ცატა კი არა და ზარმაცობენ მეცნიერები ან კიდე ფულის დახარჯა არ უნდათ თორემ დარწმუნებული ვარ დედამიწა უფრო მეტ საიდუმლოებას ინახავს ვიდრე ახალი სხვა აღმოჩენები :) კარგი სტატიაა ყოჩაღ
2014, 24 დეკემბერი, 22:28
მადლობა. მიხარია რომ მოგწონს
2014, 24 დეკემბერი, 22:25
კარგი სტატიაა საინტერესო
0 1 6