სხვა მყვინთავებმა ხმელთაშუა ზღვის სიღრმეში დაკარგული ქალაქი - ტონიკ ჰერაკლეონი იპოვეს 2014, 24 დეკემბერი, 16:08 2000 წელს წყალქვეშა არქეოლოგმა ფრანკ გოდიომ, ატლანტიდის ძიებაში ზღვის ფსკერზე რაღაც გრანდიოზულს მიაგნო. ეს პტოლემეების დაკარგული ქალაქი - ტონის-ჰერაკლეონია, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სიღრმეში, აბუ-ქირის ყურეში მდებარეობდა.
დაკარგული ქალაქი 10 მეტრის სიღრმეში იპოვეს, 6, 5 კმ-ის დაშორებით თანამედროვე ქალაქ ალექსანდრიიდან.
ჩვ. წ. აღ-მდე VIII საუკუნეში დაარსებული ქალაქი, დამაკავშირებელი სავაჭრო ცენტრი იყო ეგვიპტესა და სხვა სახელმწიფოებს შორის.
ერთ-ერთი ვერსიით, ჰერაკლეონე - ელინისტური სახელწოდებაა და "ილიადაში" ამ ქალაქს ტანოსი ეწოდება, სადაც იმალებოდნენ პარისი და ტროელი ელენე.
ასევე, ქალაქ ჰერაკლეონში ეკურთხა დედოფლად კლეოპატრა. ახალი წელთაღრიცხვით VIII საუკუნის ბოლოს კი ქალაქი თავისი უნიკალური ძეგლებით მოსახელობასთან ერთად ჩაიძირა. მკვლევარები ბუნებრივი კატასტროფების სხვადასხვა ვერსიებს ვარაუდობენ. ერთი ვერსიით, ქალაქი მიწისძვრის შედეგად ჩაიძირა, მეორე ვერსიით კი წყალმოვარდნის მიზეზით, რომლის დროსაც ძლიერ ტალღებს ვერ გაუძლო ჭაობიანმა მიწის ზედაპირმა და ქალაქი ნელ-ნელა, ეტაპობრივად ჩაიძირა. სავარაუდოდ, ქალაქის ცენტრში მდებარეობდა ჰერკულესის ტაძარი, რომელიც მოხსენიერულია ძველი ბერძენი ისტორიკოსის მიერ, რომელმაც დალაშქრა ელინისტური ეგვიპტე ჩვ. წ. აღ-მდე 450 წელს. ზღვის ფსკერზე აღმოჩენილმა არტეფაქტებმა მოლოდინს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, ნივთები 2 000 წელი ფსკერზე იმყოფებოდა, არ დაუკარგავთ პირვანდელი სახე. ამჯერად შეისწავლიან იდუმალებით მოცულ უამრავ აღმოჩენილ არტეფაქტს. ნაპოვნია გემის ნარჩენები, ასევე რელიგიის მნიშვნელობის არტეფაქტები, მათ შორისაა 5 მეტრიანი ქანდაკება, რომელიც სავარაუდოდ ქალაქის ცენტრალურ ტაძარს ამშვენებდა, ასევე კირქვის სარკოფაგები, რომელშიც მუმიფიცირებული ცხოველები ინახებოდა. აღმოჩენილია სქელი ქვის კედლები, მათ გვერდით კი სამი უზარმაზარი ქანდაკება, შექმნილი ვარდისფერი გრანიტისგან. მეცნიერების დასკვნით, ორი მათგანი უცნობი ფარაონის და მისი მეუღლის ქანდაკებაა, მესამე კი ეგვიპტური ღმერთის-ჰაპის ფიგურაა. ფსკერზე იპოვეს ასევე ვარდისფერი გრანიტის გრავიურებიანი დაფა. ძალიან დიდ ინტერესს იწვევს უზარმაზარი შავი გრანიტის სტელა, რომლის მსგავსი 1899 წელს ეგვიპტის ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი. ეს ასლის პირველი შემთხვევაა ეგვიპტის არქეოლოგიაში. ზღვიდან ამოღებული არტეფაქტები 1%-ს შეადგენს, უამრავი მასალა ჯერ კიდევ ფსკერზეა. არტეფაქტების აღმოჩენა-შესწავლა დღემდე გრძელდება. ტონის-ჰერაკლეონის აღმოჩენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მსოფლიო ისტორიასა და არქეოლოგიაში. http://youtu.be/6n5Bb_UOS4I http://youtu.be/jQez7ojgQDk 603 10-ს მოსწონს
|