x
image
ტორნადო07
ბესენჯი – ძაღლი, რომელსაც ყეფა არ შეუძლია (იდეალური ძაღლი ბინისათვის)

image
"ის მართლა არ ყეფს?" – პირველი კითხვა, რომლიც მოგდის თავში ამ შესანიშნავი ძაღლის ნახვისას. მართლაც მისგან შეიძლება გაიგონო ძალიან ბევრი განსხვავებული ხმა: ოხვრა, წკმუტუნი, უკმაყოფილი ბურდღუნი, მაგრამ არა ყეფა. გარდა ამისა ბესენჯის რამოდენიმე საინტერესო განმასხვავებელი ნიშანი აქვს.


უძველეს დროში ბესენჯის არა მარტო ნადირობისას იყენებდნენ, არამედ თვლიდნენ, რომ ამ ძაღლს ზებუნებრივი უნარებიც ჰქონდა. ეს ძაღლი აუცილებლად ახლდა შამანებსა და წინასწამეტყველებს. არსებობს უძველესი ლეგენდა, რომ ბესენჯის ოდესღაც ლაპარაკი შეეძლო, მაგრამ ერთხელ თავისი პატრონის საშინელი საიდუმლო გაიგო და იმის შიშით, რომ არ გაეთქვა ის სამუდამოდ დადუმდა.


ამ ჯიშის ძაღლებს ასევე ეგვიპტის ფარაონების სამარხებში პოულობენ. ბესენჯის მუმიებს ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ყელსაბამები ამშვენებთ. ეგვიპტის ცივილიზაციის დაცემასთან ერთად ბესენჯის ისტორია ათასწლეულების მანძილზე ჩრდილში მოექცა. მხოლოდ XX საუკუნის ბოლოს მსოფლიომ გაიხსენა ისინი. მსოფლიო ელიტის წარმომადგენლები დიდ პატივად თვლიან ამ ჯიშის ძაღლის სახლში ყოლას.


ბესენჯის აქვს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თავისებურება: მას არ ახასიათებს "ძაღლის სუნი". ეს ჯიში იდეალურია იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ალერგია აწუხებთ, ან ძალიან მგრძნობიარეები არის სუნების მიმართ.

0
65
4-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0